არნახული სისასტიკის მკვლელობა ბოლნისში – “ქმარს პოლიციისთვის უთქვამს, ცოლი ქამრით გავგუდეო”

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში სასტიკი მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა და პოლიციას ამის შესახებ თავადვე აცნობა. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან” ყვებიან, ოჯახი აზერბაიჯანიდან რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო. ისინი ძირითადად იქ ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ.

ცოლ-ქმარს მეზობლები კარგად იცნობდნენ და ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია რა შეიძლება მკვლელობის მოტივი გამხდარიყო. მათ გარდაცვლილსა და ბრალდებულს შორის, კონფლიქტი ან დაპირისპირება არასდროს გაუგიათ . მკვლელობის შესახებაც მხოლოდ მაშინ გაიგეს, როდესაც პოლიცია მივიდა და გარდაცვლილის გვამი გამოასვენეს.

მათივე ინფორმაციით, ქალი აზერბაიჯანში გადაასვენეს, რადგანაც მისი მშობლები იქ ცხოვრობენ. ბავშვებიც, სავარაუდოდ, ქალის ნათესავებმა წაიყვანეს.

„პოლიციაში თავისი ფეხით მივიდა, არ ვიცით, რა მოხდა. ოჯახიდან ამ ორი დღის განმავლობაში ჩხუბის ან სხვა რაიმე კონფლიქტის ხმა არ გაგვიგონია. სამი შვილი ჰყავთ და უცნობია რეალურად რა მოხდა. სავარაუდოდ, მკვლელობა შუადღის საათებში უნდა მომხდარიყო.

“ბავშვები, როგორც ვიცით, სახლში არ იყვნენ. ქალი აზერბაიჯანის მოქალაქეა და ძირითადად იქ ცხოვრობდნენ. მიცვალებულიც მისმა ნათესავებმა იქ გადაასვენეს. პოლიციისთვის უთქვამს, რომ ვიჩხუბეთ და ქამრით გავგუდეო.

“ჩვენ ამ სასტიკი მკვლელობის შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგეთ, რაც ქმარი პოლიციასთან ერთად სახლში დაბრუნდა. საკმაოდ მშვიდი ოჯახი იყო, რა ვიცი ჩვენ ჩხუბის ხმა არასდროს გაგვიგონია, შესაბამისად, ამ სასტიკი დანაშაულის მიზეზიც არ ვიცით”, – აცახდებენ მეზობლები „რეზონანსთან”.

როგორც შსს-ში აცახდებენ, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ვ- ქვეპუნქტითაა აღძრული.

ელზა პაპოშვილი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.