არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი შვილის ცხედარი არ იყო… – ბაჩალიაშვილები დნმ-ის ანალიზს ითხოვენ

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ცხედრისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვს. როგორც „პრაიმტაიმს” გარდაცვლილის მამამ განუცხადა, მისი შვილის ცხედარი მძიმე მდგომარეობაში ნახა და სამართალდამცავ ორგანოებს უნდობლობას უცხადებს.

 

„მიცვალებული რომ ვნახე, ისეთ დღეში იყო… ორ და სამ დღეში ასეთი რამე არ ხდება. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი შვილის ცხედარი არ იყო, ყველაფერი შესაძლებელია, ამიტომ ვითხოვ დნმ-ის ანალიზის გაკეთებას.

 

 

ბაჩალიაშვილის ლეპტოპი გახსნეს - ადვოკატის პირველი კომენტარი
2020-07-29ბაჩალიაშვილის ლეპტოპი გახსნეს – ადვოკატის პირველი კომენტარი

 

ძალიან დიდი ეჭვი გამიჩნდა, ისეთი, როგორიც კომპიუტერზე. გზა რომ გადაკეტეს, მანქანა მაშინ გამოჩნდა, ამაზეც ეჭვი მეპარება“, – ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

 

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა გუშინ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.