“არ ვიმუქრებით, მაგრამ” – რით ემუქრება თურქეთი რუსეთს?

„ანკარას მოთმინება იწურება“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მიერ იდლიბზე განხორციელებული თავდასხმების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი დამატებით ზომებს მიიღებს.

„სამწუხაროდ, რუსეთი არ ემორჩილება ასტანისა და სოჭის შეთანხმებებს. ჩვენ აქამდე ვიცდიდით, მაგრამ დღეიდან ჩვენც ვიმოქმედებთ. ეს მუქარა არ არის, თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ რუსეთი რეჟიმს სათანადო გაფრთხილებას მისცემს“

მან რუსეთს დამოკიდებულების შეცვლისკენაც მოუწოდა.

„რუსეთმა პროცესი სხვაგვარად უნდა განაგრძოს. ისინი გვეუბნებიან, რომ ტერორისტებს ებრძვიან. ვინ არიან ტერორისტები? ის ადამიანები, ვინც თავიანთ მიწებს იცავენ?“ – დასძინა პრეზიდენტმა.

როგორც ცნობილია, სირიის სამთავრობო ძალები, რუსული ავიაციის დახმარებით ქვეყანაში მეამბოხეთა უკანასკნელი გამაგრების ადგილს, იდლიბს უტევენ. ადამიანის უფლებების ობსერვატორიის ცნობით, იდლიბის მიმდებარე ტერიტორიების დიდი ნაწილი უკვე სამთავრობო ძალების ხელშია.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.