ასე გამოიყურება კორონავირუსით ინფიცირებულის ფილტვები (ვიდეო)

CNN აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს იმ ადამიანის ფილტვები, რომელსაც ახალი კორონავირუსის სიმპტომები სულ რამდენიმე დღეა რაც აღენიშნება.

პაციენტს Covid-19 აქვს და მისი ფილტვები ნორმალურად ვერ ფუნქციონირებს. ვიდეოში ჩანს, როგორ აქვს დაზიანებული ზოგადად ჯანმრთელი 59 წლის მამაკაცს ფილტვები (ექიმი ამბობს, რომ მას მხოლოდ მაღალი წნევა აწუხებს).

როგორც ვაშინგტონის საავადმყოფოს ექიმი, მორთმენი ამბობს, პაციენტს სჭირდება ორი მოწყობილობა სასუნთქი აპარატი და მექანიზმი, რომელიც ცირკულირებს და მის სისხლს ჟანგბადს მიაწვდის.

ვიდეოში ყვითელი ნიშნით აღნიშნულია ფილტვების ინფიცირებული ანთებითი ნაწილები, 3D სკანირებიდან კარგად ჩანს, რომ დაზიანება არ არის ლოკალიზებული მხოლოდ ცალკეულ უბნებზე იგი მოდებულია ორივე ფილტვზე რაც აჩვენებს იმას, თუ რაოდენ სწრფად და აგრესიულად შეუძლია ვირუსს გავრცელება, თუნდაც ახალგაზრდა პაციენტის შემთხვევაში.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია