“ასე ვარიგოთ ფული?” – “ოცნებამ” თვითდასაქმებულები მოატყუა და დახმარების გარეშე დატოვა

თვითდასაქმებული მოქალაქეები მთავრობის დახმარებით ვერ ისარგებლებენ. მოქალაქეები პანდემიის პირობებში იმ ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რომლითაც საკუთარ ოჯახს არჩენდნენ. მათ ხელისუფლება დახმარების მისაღებად დასაქმების ოფიციალური დოკუმენტის წარმოდგენას სთხოვს – ვინც საბუთს ვერ წამოადგენს, დახმარებასაც ვერ მიიღებს.

ათასობით თვითდასაქმებულს დღეს ფინანსთა მინისტრმა იმედი გადაუწურა. ივანე მაჭავარიანმა ოფიციალურად თქვა, რომ სახელმწიფო ფულს ყველა მოქალაქისთვის ვერ გადაყრის. მინისტრმა თვითდასაქმებულ ძიძასაც, მოვაჭრესაც, დურგალსაც და მეწაღესაც უთხრა, რომ მუშაობის საბუთი უნდა მოიპოვოს.

ფინანსთა მინისტრი ამ განცხადებისთვის დღეს პარლამენტში გააკრიტიკეს. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ პანდემიას გადარჩენილი მოქალაქეები მთავრობამ სასიკვდილოდ გაწირა.

საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ „ოცნებას“ ერთჯერადი დახმარების გასაცემად მარტივი სქემა უნდა მოეფიქრებინა, რეალურად კი მთავრობამ ხალხი მოატყუა.

ფინანსთა მინისტრის პოზიცია „ოცნებაში“ ყველამ კარგად იცოდა, ამიტომ, უხერხულ კითხვებზე თავის ასაცილებლად მმართველი გუნდის დეპუტატები „მთავარი არხის“ კამერას გაექცნენ.

ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ათი ათასობით თვითდასაქმებული სახელმწიფოს დახმარებას ვერ მიიღებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლება თანხების გაცემის პროცესს მიზანმიმართულად ართულებს. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.