ასტრონომებმა აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომელზეც რკინის წვიმა მოდის

დედამიწიდან 640 სინათლის წლის მანძილზე, თევზების თანავარსკვლავედის მიმართულებით, არის ერთი ჯოჯოხეთი-პლანეტა.

გაზის გიგანტი, სახელად WASP-76b თავის დედავარსკვლავის გარშემო ძალიან სახიფათო ორბიტაზე მოძრაობს, ერთ გარშემოვლას სულ რაღაც 1,8 დღეს ანდომებს და შესაბამისად, მისი დღეები საკმაოდ სასტიკია, ტემპერატურა იქ 2400 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს, რაც საკმარისია იმისათვის, რომ რკინა აორთქლდეს.

აღმოჩენილია ახალი ტიპის პლანეტები, რომლებიც საფირონისა და ლალისგან შედგება

მსგავსი: აღმოჩენილია ახალი ტიპის პლანეტები, რომლებიც საფირონისა და ლალისგან შედგება

თუმცა, პლანეტის იმ ნაწილში, სადაც დღეს ღამე ცვლის, ტემპერატურა შედარებით დაბალია და შესაბამისად, აორთქლებული რკინა კვლავ მწველ სითხედ კონდენსირდება და დაბლა, პლანეტის წიაღისკენ წვიმის სახით მიდის. ეს ყველაფერი ახალმა კვლევამ გაარკვია.

„შეიძლება ითქვას, რომ საღამოს დადგომისთანავე ამ პლანეტაზე რკინის წვიმა მოდის“, — ამბობს ჟენევის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი დევიდ ერენრაიხი.

WASP-76b 2016 წელს აღმოაჩინეს და მიეკუთვნება ე. წ. ცხელი იუპიტერის სახელით ცნობილ პლანეტათა ჯგუფს. მართალია, მისი მასა იუპიტერისაზე ცოტა ნაკლებია, მაგრამ არის უფრო გაბერილი, ზომით მასზე დაახლოებით 1,8-ჯერ დიდი.

ამავე დროს, დედავარსკვლავისგან ის სულ რაღაც 5 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული. ეს ვარსკვლავი ჩვენს მზეზე დიდი და ცხელია — ჩვენს ვარსკვლავს ის მასით 1,5-ჯერ აღემატება, ზომით კი 1,8-ჯერ, ტემპერატურა 6055 გრადუს ცელსიუსს აღწევს (მზის ზედაპირის ტემპერატურა 5504 გრადუსია).

შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში რკინა და ტიტანი აღმოაჩინეს - პირველად ისტორიაში

მსგავსი: შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში რკინა და ტიტანი აღმოაჩინეს – პირველად ისტორიაში

გამომდინარე აქედან, ეს პლანეტა არა მხოლოდ იმაზე ათასობით მეტ რადიაციას იღებს, ვიდრე დედამიწა მზისგან, არამედ ამავე დროს არის გრავიტაციულად ჩაკეტილიც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ერთი მხარე მუდმივად ვარსკვლავისკენ არის მოქცეული, მეორე კი საპირისპირო მხარეს; მაგალითად, მთვარე დედამიწასთან გრავიტაციულად არის ჩაკეტილი.

WASP-76b შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ერთ მხარეს მუდმივად დღეა, მეორე მხარეს კი მუდმივი ღამე; ტემპერატურული სხვაობა ორ მხარეს შორის უმნიშვნელოა. დღის მხარეს ის 2400 გრადუს ცელსიუსს აღწევს, ღამის მხარეს კი 1500 გრადუსს.

აღსანიშნავია, რომ ის სულაც არ გახლავთ ჩვენ მიერ ამ დრომდე აღმოჩენილი ყველაზე ცხელი ეგზოპლანეტა — ეს ტიტული ეკუთვნის KELT-9b-ს, ეგზოპლანეტას, რომელიც ორთქლდება, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით.

როგორც მოდელირება მიუთითებს, WASP-76b-ის მსგავს პლანეტებზე ორ მხარეს შორის არსებული უკიდურესი ტემპერატურული სხვაობა უნდა იწვევდეს ძლიერ ქარებს. ამას თუ დავუმატებთ პლანეტის ბრუნვას, ეს ორი ფაქტორი რკინის ორთქლს პლანეტის გარშემო უნდა ისროდეს, დღის მხარიდან აორთქლებული ატომები ღამის მხარეს მოლეკულებად უნდა რეკომბინირდებოდეს.

უმძლავრესმა ტელესკოპმა შორეულ ეგზოპლანეტას დეტალური ფოტო გადაუღო

მსგავსი: უმძლავრესმა ტელესკოპმა შორეულ ეგზოპლანეტას დეტალური ფოტო გადაუღო

თუმცა, მტკიცებულება მხარს უჭერს გამონაკლისსაც — მაგალითად, არ მიიღწევა ქიმიური გრადიენტი. გამომდინარე აქედან, ერენრაიხმა და მისმა ჯგუფმა დეტალური კვლევა გადაწყვიტა. მათ განსაკუთრებით სურდათ შეესწავლათ ტერმინატორები — საზღვრის ხაზები დღისა და ღამის მხარეებს შორის, რათა გაერკვიათ, წარმოჩნდებოდა თუ არა ასიმეტრიული ქიმია. თუ ეს ასე მოხდებოდა, ჩნდებოდა კიდევ ერთი მტკიცებულება ლითონის წვიმის თეორიის მხარდასაჭერად.

პლანეტის კიდეების გარშემო არსებული სინათლის ანალიზისთვის მათ გამოიყენეს მაღალი დისპერსიის სპექტროსკოპი, ეძებდნენ ისეთ ხელწერებს სპექტრში, რომელიც მიუთითებდა, რომ რაიმე ელემენტი სინათლის გარკვეულ ნაწილს ბლოკავდა. მათ ის იპოვეს. საღამოს ტერმინატორზე, იქ, სადაც დღე ღამეში გადადის, მათ რკინის ორთქლის ძლიერი ხელწერა აღმოაჩინეს.

აღმოჩენილია იმდენად ბნელი „ცხელი იუპიტერი“, რომ ის სინათლის 99%-ს შთანთქავს

მსგავსი: აღმოჩენილია იმდენად ბნელი „ცხელი იუპიტერი“, რომ ის სინათლის 99%-ს შთანთქავს

დილის ტერმინატორებზე, სადაც ღამე დღეში გადადის, ეს ხელწერა არ შეიმჩნეოდა. ეს მტკიცებულება საკმაოდ ძლიერ უჭერს მხარს რკინის წვიმას, რადგან თხევადი რკინა ყველაზე სტაბილური მაღალტემპერატურიანი რკინის მატარებელი კონდენსატია.

ესპანეთის ასტრობიოლოგიის ცენტრის ასტროფიზიკოს მარია როსა საპატეროს განცხადებით, დაკვირვებებმა აჩვენა, რომ რკინის ორთქლი WASP-76b-ის დღის მხარის ატმოსფეროში უხვად არის.

მისივე თქმით, პლანეტის ბრუნვისა და ატმოსფერული ქარების წყალობით, ამ რკინის ნაწილი ღამის მხარეს ცვივა, რადგან იქ რკინა უფრო ცივ გარემოში ხვდება, კონდენსირდება და დაბლა წვიმის სახით მოდის.

წარმოუდგენლად ცხელი პლანეტის ატმოსფეროში უიშვიათესი ელემენტები დააფიქსირეს

მსგავსი: წარმოუდგენლად ცხელი პლანეტის ატმოსფეროში უიშვიათესი ელემენტები დააფიქსირეს

იმის გამო, რომ რკინა ატმოსფეროს ზედა ნაწილში წვიმს, ორთქლის სახით ის დილის ტერმინატორის ხაზთან არ ჩნდება.

მკვლევართა განცხადებით, ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია მსგავსი დაკვირვებების ჩატარებია სხვა ცხელ იუპიტერებზე — ანუ, ლითონის რკინის ნიშნების ძებნა. და რა თქმა უნდა, ყველას აქვს მაღალტექნოლოგიური ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის იმედი, რომელსაც ეგზოპლანეტათა ატმოსფეროში შეხედვის უნარი ექნება. მისი გაშვება მომავალ წელს არის დაგეგმილი.

ასტრონომებს უკვე აღმოჩენილი აქვთ ეგზოპლანეტა მინერალ კორუნდის ღრუბლებით, რომლისგანაც ლალის და საფირის ქვები მზადდება, კიდევ ერთ პლანეტაზე კი რკინის ღრუბლები დააფიქსირეს.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eso.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია