ასტრონომებმა შავი ხვრელების ევოლუციის „დაკარგული რგოლი“ იპოვეს

ასტრონომების ჯგუფმა შავი ხვრელების ყველაზე შეუსწავლელი კლასის არსებობის დამაჯერებელი მტკიცებულება იპოვეს. მათი აღმოჩენის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონომები ვარაუდობენ, რომ საშუალო ზომის შავი ხვრელი შეამჩნიეს – მაშინ, როცა მან ახლომდებარე ვარსკვლავი გაანადგურა. შავი ხვრელი ტესლსკოპ „ჰაბლის“ მეშვეობით აღმოაჩინეს. ამ ობიექტების პოვნა რთულია, რადგან ისინი დიდ და სუპერმასიურ შავ ხვრელებზე ნაკლებად აქტიურობენ.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ საშუალო ზომის შავი ხვრელები ამ ტიპის ციური სხეულების შესახებ არსებულ ბევრ შეკითხვაზე აპოვნინებენ პასუხს. მაგალითად, შეუძლია თუ არა საშუალო ზომის ხვრელს სუპერმასიურის ზომებამდე გაზრდა.

არის თუ არა ახალი ობიექტი საშუალო ზომის შავი ხვრელი, შემდგომი კვლევების შედეგად დადასტურდება.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია