აუდიტის სამსახურს მედიის ფინანსური კონტროლი აღარ დაევალება

პარლამენტმა გაითვალისწინა შენიშვნები და დღის წესრიგიდან მოიხსნა პროექტი, რომლითაც აუდიტის სამსახურს მედიის რეგულირება უნდა დავალებოდა. 

ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ.

მედიას ჰყავს თავისი მარეგულირებელი ორგანო. ჩვენ ვართ უმაღლესი მაკონტროლებელი უწყება, ამიტომ ამ ნაწილში ჩვენი ამ ფორმით შესვლა პროცესში არ იქნებოდა ეფექტური. იქნებოდა დუბლირება საკითხების. ამიტომ, ეს გაიზიარა პარლამენტმა, მოხდა მედიის, არასამთავრობოების და ჩვენი პოზიციის გაზიარება და საკითხი არის მოხსნილი დღის წესრიგიდან,”- აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის აპარატის მიერ მომზადებული კანონპროექტით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის საარჩევნო პერიოდში მედიის რეგულირების უფლებების მინიჭება იყო დადგენილი. ცვლილებები ადგენდა მედიის ანგარიშვალდებულებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინაშე, ასევე, მედიის მიერ ანგარიშვალდებულების დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება გამოიწვევს მედიასაშუალების დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

გუშინ “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით მიიღეს. კოდექსში აღარ იქნება ასახული ნორმა, რომლის თანხმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ენიჭება ფართო დისკრეციული უფლებამოსილება მედიის ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის კუთხით. შესაბამისად, პროექტში აღარც სანქციაა გათვალისწინებული.

წყარო: https://report.ge/economics/auditis-samsakhurs-mediis-finansuri-kontroli-aghar-daevaleba/

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.