“აქვთ ილუზია, რომ სამომავლოდ ქვეყანას ჩაიგდებენ, რაც სასაცილო და კომიკურია“

უმრავლესობის ზოგიერთ წევრს ჰგონია, ფეხების ბაკუნით, გაბუტვებით, ბაბუას დავუძახებ, მამას მოვიყვან, დედასთან გიჩივლებ – კეთდება პოლიტიკა, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა.

„რა დისციპლინაზეა საუბარი, რას ლაპარაკობენ, თვითონაც არ იციან. რატომ უნდა დაემოირჩილოს დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარეს?!  უმრავლესობის ზოგიერთ წევრს ჰგონია, ფეხების ბაკუნით, გაბუტვებით,  მამას მოვიყვან, დედასთან გიჩივლებ – კეთდება პოლიტიკა.

ყველა ბიძინა ივანიშვილზე დაიწყებს აპელირებას, რომ ვერ ვლაგდებით და თქვი შენი სიტყვა და ამის შემდეგ რაღაც შეიცვლება. ამ ახალგაზრდებს აქვთ ილუზია, რომ სამომავლოდ ქვეყანას ჩაიგდებენ, რაც სასაცილო და კომიკურია“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

წყარო: guriismoambe.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.