აქცია “გავრილოვის ღამიდან” 3 თვის თავზე და წითელი ბარათი ხელისუფლებას (ფოტო)

„გავრილოვის ღამიდან“ სამი თვის თავზე რუსთაველზე, პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

როგორც აქციაზე გამომსვლელები აცხადებდნენ, იმის ნაცვლად რომ ხელისუფლებას შეცდომები ეღიარებინა და „გავრილოვის ღამეზე“ პასუხისმგებლობ აეღო, ციხეში დამნაშავეების ნაცვლად აქციის 19 მონაწილე ზის, მომიტინგეების დარბევაზე პასუხისმგებელი შს მინისტრი გახარია კი პრემიერის პოსტს იკავებს.

აქციაზე შეკრებილთა შორის იყვნენ სამოქალქო სექტორის და სხვადახვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები.

რუსთაველის გამირზე შკრებილებმა აქციის დასრულების დროს საქართველოს ჰიმნის ფონზე ხელსიუფლებას წითელი ბარათები აჩვენეს: “ძალიან ბევრი ადამიანია გაბრაზებული ამ ხელისუფლებაზე. ყველგან არიან ასეთები, ყველა ქალაქში და რეგიონში. ჩვენ კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით და 2020-ში ხელისუფლებას ვუჩვენებთ წითელ ბარათს”-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.