აშშ არ დაუშვებს, რომ ირანმა ოდესმე ბირთვული იარაღი შექმნას – მაიკ პომპეო

ამერიკა არ დაუშვებს, რომ ირანმა ოდესმე ბირთვული იარაღი შექმნას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.

„75 წლის წინ აშშ და მისი მოკავშირეები გაერთიანდნენ, რათა მსოფლიო ნაცისტებისა და მათი იდეოლოგიისგან გაათავისუფლონ. ახლა მსოფლიოს სხვა დანაშაულებრივი რეჟიმი ემუქრება და ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გაერთიანდეს მსოფლიოში ანტისემიტიზმის მთავარი სპონსორი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

აშშ გამოიყენებს ყველა დიპლომატიურ საშუალებას, რათა ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე გაეროს ემბარგო გახანგრძლივდეს. ჩვენ არ შევეგუებით სტატუს-კვოს და არ დავუშვებთ, რომ ირანმა ოდესმე ბირთვული იარაღი შექმნას“, – განაცხადა პომპეომ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.