აშშ-ის ეკონომიკამ რეკორდი დაამყარა

აშშ-ის ძირითადი საბირჟო ინდექსები მაქსიმუმზეა. The Wall Street Journal-ის ცნობით, ინდექსებმა ისტორიული რეკორდი დაამყარეს. 

განსაკუთრებით  Amazon-ის და სხვა ტექნოლოგიური გიგანტების აქციები გაძვირდა. Nasdaq-ის ინდექმა პირველად ისტორიაში 9 000 ზღვარი გადალახა და ერთ დღეში 0,8%-ით გაიზარდა. ვაჭრობა 9022,39 პუნქტის ნიშნულზე დასრულდა.   

ასევე რეკორდი მოხსნა  Dow Jones-ის ინდექსმა და 0,4%-იანი ზრდის შედეგად 28 621,39 პუნქტს გაუტოლდა. ასევე ინდექსი S&P 500 გაიზარდა 0,5 %-ით 3230,91 პუნქტამდე. 

The Wall Street Journal-ის ცნობით, ბოლო 22 წელიწადში ძირითადი საბიეჟო ინდექსების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

კომპანია Amazon-ის აქციები 4,5%-ით გაძვირდა.  Apple, Facebook-ის და Alphabet -ის აქციებზე ფასი 1%-ით გაიზარდა. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.