აშშ-ის ელჩი ეუთოში: „არ არსებობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი, ეს საქართველოს ტერიტორიაა“

აშშ-ის ელჩი ეუთოში ჯეიმს სტიუარტ გილმორი
აშშ-ის ელჩი ეუთოში ჯეიმს სტიუარტ გილმორი

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის წარმომადგენელმა, ჯეიმს სტიუარტ გილმორმა ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „არ არსებობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი, ეს საქართველოს ტერიტორიაა“.

“აქ გაკეთდა კომენტარი სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მისვლის შესახებ. არ არსებობს საზღვარი სამხრეთ ოსეთთან. ეს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაა ” განაცხადა ეუთოში აშშ-ის ელჩმა და საქართველოს წარმომადგენლის მოხსენებას დაუჭირა მხარი.

Ambassador James S. Gilmore III@USAmbOSCE

There is no territory of #SouthOssetia. It is an occupied part of #Georgia. That territory is Georgia’s territory. A comment was made regarding going to the border of South Ossetia. There is no border with South Ossetia. This is all Georgian territory. http://bit.ly/2zuBsLy 

View image on Twitter

1977:10 PM – May 28, 2020Twitter Ads info and privacy95 people are talking about this

ჯეიმს გილმორმა აღნიშნა, რომ აშშ “უკიდურესად აღშფოთებულია” იმ ცნობებით, რომლის მიხედვით რუსეთის მხარდაჭერილი ჯგუფები განაგრძობენ ინტენსიურ “ბორდერიზაციას” საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე 12 სოფელთან, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

“მოვუწოდებთ ღობეების, ნიშნების, ბარიერების, ნებისმიერი ახალი კონსტრუქციის აღმართვის დაუყოვნებლივ შეჩერებას, რომელიც მიმართულია “ბორდერიზაციის” გასამყარებლად ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ; ეს აქტივობები მოსკოვის მხრიდან 2008 წლიდან დღემდე საქართველოს ტერიტორების მიტაცების მცდელობათა სერიის გაგრძელებაა.”– განაცხადა გილმორმა.

Ambassador James S. Gilmore III@USAmbOSCE

We call for a halt to construction/reinforcement of structures, fencing, signs, or barriers intended to strengthen or expand the “borderization” of administrative boundary lines. These activities constitute attempts by Moscow to seize #Georgian territory. http://bit.ly/2ZJI03n 

View image on Twitter

576:29 PM – May 28, 2020Twitter Ads info and privacy28 people are talking about this

გილმორმა ასევე დაადასტურა ქართველი კოლეგის კომენტარი ლუგარის ცენტრის შესახებ. ელჩმა თქვა, რომ აშშ გმობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას.

„მოსკოვი კიდევ ერთხელ ავრცელებს სიცრუეს საყოველთაოდ აღიარებული კვლევითი ინსტიტუტის, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბოლატორიის შესახებ და ამას ამ ვითარებაში, როცა პანდემიაა, როცა სერიოზული პანდემიაა, ახლა აკეთებენ“, თქვა გილმორმა, რომელმაც რუსეთის ქმედებას უწოდა მცდელობა, ზღაპრების გავრცელებით, პანდემია საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად გამოიყენოს. ჯეიმს სტიუარტ გილმორმა აღნიშნა, რომ ლუგარის ცენტრი დაარსებულია კოვიდ-19-ის მსგავსი დაავადებების გავრცელებისას მათ ამოსაცნობად და მათთან საბრძოლველად, რაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში წარმატებით ხორციელდება.

ეუთოში აშშ-ის ელჩის თქმით „მოსკოვის ყალბი ბრალდებები საბჭოში განხილვის ღირსიც არ არის“,

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 მაისს გაავრცელა ცნობა, რომელშიც გამოთქვამდა “შეშფოთებას” საქართველოში მდებარე ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში მიმდინარე „სამხედრო-ბიოლოგიური“ საქმიანობის თაობაზე და მოითხოვდა საქართველოსგან „ურთიერთმისაღები პირობებით“ ლუგარის ცენტრში რუსეთის პროფილური ექსპერტების დაშვებას.

radiotavisupleba.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.