აშშ-ის ელჩი საქართველოში ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს არჩევნებზე სასაუბროდ შეხვდა

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ეუთო/ოდირის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩ ჯილიან სტირკს შეხვდა საქართველოში მოხლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე სასაუბროდ. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო Facebook-გვერდზე ავრცელებს. 

ელჩი დეგნანი ეუთო/ოდირის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა საქართველოში მოხლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე სასაუბროდ და იმის განსახილველად, როგორ შეუძლია ეუთოსა და შეერთებულ შტატებს მხარი დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები არჩევნების თავისუფლად, სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩასატარებლად.

“ოდირის მუშაობა საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანია სანდო და ლეგიტიმური არჩევნების ჩასატარებლად. მივესალმებით თქვენს ძალისხმევას, კოვიდ პანდემიისას ეფექტური მისიის განხორციელებაში”, – ამბობს დეგნანი.

USAID-ის მეშვეობით ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სხვადასხვა ადგილობრივ სადამკვირვებლო ძალისხმევებს. ამასთანავე, აშშ-ის საელჩოც უზრუნველყოფს დამკვირვებლებს ოდირის მისიის მხარდასაჭერად.

შეგახსენებთ, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), კოვიდპანდემიის გამო, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში სადამკვირვებლო მისიებს შეზღუდული ფორმატით გამოგზავნის. ჩამოთვლილ ქვეყნებში, სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაწყებულ გრძელ და მოკლევადიან საარჩევნო დაკვირვებებს 3 მისია განაგრძობს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.