აშშ-ის კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 პროცენტს აჩერებს – პირველი ქმედითი რეაქცია ივანიშვილის რეჟიმს აშშ-დან (ფოტო)

 

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 პროცენტს აჩერებს მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა დემოკრატიული ინსტიტუტებს განმტკიცებისკენ შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს.

წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 132-მილიონიანი  დახმარება შემცირდება იქამდე, სანამ სახელმწიფო მდივნის მიერ არ დადგინდება, რომ  საქართველოს ხელისუფლება    კერძო სექტორთან მიმართებაში დაიცავს კანონის უზენაესობას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

საუბარია იმაზეც, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს უცხოური ბიზნესის უფლებები და მათი შევიწროვებისაგან დაცვა, რათა მათ სრულად მიიღონ კომერციული და ფინანსური სარგებელი, რასაც  საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები მოუტანს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.