აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებზე – “ყოჩაღ მათ”

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რამდენიმე წუთის წინ საქართველოში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

“მივესალმებით მიმდინარე კვირაში საქართველოში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას და ოფიციალური პირების დაპირებებს საერთაშორისო დონეზე რეკომენდებული საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, მათი მიღებით და აღსრულებით. ყოჩაღ მათ,” – თქვა მაიკ პომპეომ.

მაიკ პომპეოს განცხადება

 EMBED SHARE

მაიკ პომპეოს განცხადება

 EMBED SHAREThe code has been copied to your clipboard. 


width  px height  px


The URL has been copied to your clipboard 

No media source currently available0:000:00:260:00

ბოლო თვეების განმავლობაში ეს პირველი განცხადებაა, რომელიც პომპეომ პირარდად გააკეთა საქართველოს შესახებ, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმესნით მიღების შემდეგ, ორშაბათს განცხადება გაავრცელა.

მასში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლებიც ქვეყანაში უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას შემოიღებს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.