აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 51-ე შტატის შექმნას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დედაქალაქ ვაშინგტონის 51-ე შტატად ფორმირების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინიციატივას 232-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, ხოლო 180 წინააღმდეგი იყო. ახლა კანონპროექტმა სენატის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სენატი კანონს მიიღებს, მას ხელი უნდა მოაწეროს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ 51-ე შტატის გამოცხადების შესახებ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.  

კანონპროექტს მხარს უჭერენ დემოკრატები, ხოლო რესპუბლიკელები წინააღმდეგი არიან ამ კანონის, რადგან მიაჩნიათ, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა საკუთარი ტერიტორიის ცალკეულ მართვას ვერ მოახერხებს.

წყარო: https://report.ge/world/ashsh-is-tsarmomadgenelta-palatam-51-e-shtatis-shekmnas-mkhari-dauchira/

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.