„აშშ-ი განიხილება რუსულ ნავთობზე სანქციების დაწესება“

„აშშ-მ შესაძლებელია რუსულ ნავთობზე სანქციები დააწესოს“ — ბრიტანული კომპანია  Facts Global Energy (FGE), რომელიც ნავთობისა და გაზის ბაზარს შეისწავლის, თავის მომხმარებელს აფრთხილებს. ექსპერტები რუსული ნავთობის წინაამღდეგ  სანქციების ამოქმედებას პროგნოზირებენ. უფრო ზუსტად,  კომპანიაში მიაჩნიათ, რომ  შეზღუდვების ახალი პაკეტი შესაძლებელია ითვალისწინებდეს აშშ-ში ნებისმიერი რუსული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას, მათ შორის ნავთობის.

კომპანია Facts Global Energy-ის პროგნოზები  საინფორმაციო სააგენტო S&P Global Platts-მაც დაადასტურა. ცნობილია, რომ ეს უკანასკნელი ყოველდღიურ რეჟიმში შეისწავლის ნავთობისა და გაზის ბაზარს. როგორც ირკვევა,  ნავთობის ფასი 6%-ით შემცირდა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მსოფლიო ბირჟებზე რუსული ნავთობკომპანიების აქციების ღირებულებაც მცირდება. კერძოდ:

  • „როსნეფთის“ ფასიანი ქაღალდები გაიაფდა 4,3%-ით,
  • „გაზპრომნეფტის“  – 0,53%-ით,
  • „სურგუტნეფტეგაზის“ – 0,4%-ით,
  • „ლუკოილის“ 3,3%-ით,
  • „რუსნეფტის“  – 4,6%-ით.

აშშ-ს ენერგეტიკული ინფორმაციის მონაცემების მიხევდით ასევე ირკვევა, რომ სანქციების ამოქმედების შემთხვევაში აკრძალვა დღეში 350 – 400 000 ბარელს შეეხება .

ცნობილია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში აშშ ყიდულობდა დღე-ღამეში 515 000 ბარელ რუსულ ნავთობს და ნავთობპროდუქტებს,  რაც აშშ-ში ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტის 4,9%— ია,  რუსეთის თვიური ნავთობმოპოვების — 4,6%.

რუსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებით მიხედვით, 2017 წელს რუსეთის მოგებამ  აშშ-ში ნავთობის და ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან შეადგინა 3.6 მლრდ. დოლარი.

რაც შეეხება დარგის სპეციალისტების ზოგად შეფასებას, მოცემულობას  მწვავედ არ აფასებენ და განმარტავენ, რომ  საბოლოო ჯამში არცერთი მხარე მნიშვნელოვნად არ დაზარალდება. უფრო ზუსტად, რუსეთს დარჩება გასაღების სხვა ბაზრები და ის მოახერხებს ამერიკული ექსპორტის ჩანაცვლებას. თავის მხრივ,  აშშ  მიიღებს ნავთობს სხვა წყაროებიდან (მაგალითად კანადიდან).

ექსპერტების შეფასებით, შტატებს შეუძლიათ საკუთრი ნავთობმოპოვების ზრდაც, თუმცა მეორე მხრივ ინვესტორების ნაწილი მაინც შეშინებულია, რის გამოც რუსული ნავთობკომპანიების აქციების გაყიდვა დაიწყო.

შეგახსენებთ,  2017 წელს რუსეთმა პოსტსაბჭოთა პერიოდში ნავთობმოპოვების რეკორდი დაამყარა – 11,6 მლნ. ბარელი დღეში. ოპეკის პროგნოზის მიხედვით კი 2018 წელს მოსალოდნელია ნავთობის მოპოვების ზრდა დღეში 11,24 მლნ. ბარელამდე.

rbc.ru

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.