აშშ-მა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სუპერკომპიუტერი Summit-ი წარადგინა

აშშ-ში ახალი, ყველაზე ძლიერი სუპერკომპიუტერი Summit-ი შექმნეს, რომელიც თავისი მონაცემებით კონკურენტს ორჯერ აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას BBCავრცელებს.

სუპერკომპიუტერის წარმადობა 200 პეტაფლოპია, მას დაახლოებით 200 ათასი ტრილიონი ოპერაციის შესრულება შეუძლია. ის 4608 სერვერისგან შედგება და 10 პეტაბაიტის მეხსიერების უზრუნველყოფა აქვს.

აქამდე ყველაზე ძლიერი სუპერკომპიუტერი ჩინური Sunway Taihu Light-ი იყო, 93 პეტაფლოპით.

ამერიკული Summit-ი, ძირითადად, ასტროფიზიკის, სიმსივნური დაავადებების შესასწავლად და სისტემური ბიოლოგიის სფეროებში გამოიყენებენ.

სუპერკომპიუტერი ტენესის შტატშია განთავსებული.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.