აშშ-მა წყნარ ოკეანეში ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადა

პენტაგონი

პენტაგონი

ფოტო: Shutterstock.com

აშშ-მა წარმატებით გამოსცადა ჰიპერბგერითი რაკეტა. ინფორმაციას ამის შესახებ პენტაგონზე დაყრდნობით სააგენტო AFP ავრცელებს.

რაკეტა წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ კაუაიდან აფრინდა და დასახულ მიზნამდე ბგერის სიჩქარეზე რამდენჯერმე უფრო სწრაფად იფრინა. პენტაგონის ინფორმაციით, რაკეტის გამოცდა წარმოადგენს „გადამწყვეტ ნაბიჯს“ ახალი შეიარაღების სამხედრო მისიებში გამოყენებისკენ.

რაკეტის გაფრენის ტრაექტორიის, სიშორის და მიზნის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.