აშშ მიესალმება ისტორიულ საკონსტიტუციო ცვლილებებს – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ მიესალმება ისტორიულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას აყალიბებებს – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ისაუბრა.

მორგან ორტაგუსის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მთავარი ტესტი იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი. მისი მტკიცებით, წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდის სამართლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კენჭისყრის დღეს.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მიიღოს საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც სრულად შეესაბამება ეუთოს/ოდირის რეკომენდაციებს, და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ეფექტურად აღასრულონ ეს კანონმდებლობა, – წერია განცხადებაში.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.