აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი: ჩვენ მალე მარსზე დავდგამთ ფეხს და ისტორიაში არნახული შეიარაღება გვექნება

შეერთებულ შტატებს მალე “უდიდესი იარაღი” ექნება ისტორიაში. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, ფლორიდაში, კოსმოსური ხომალდის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გასვლის შემდეგ განაცხადა.

“მალე ჩვენ მარსზე მალე დავდგამთ ფეხს და ისტორიაში არნახული შეიარაღება გვექნება. მე უკვე ვნახე, რა არის შემუსავებული და მეც კი შემიძლია ამის დაჯერება,” – თქვა ამერიკის ლიდერმა. თუმცა, მეტი დეტალების შესახებ მას არაფერი უთქვამს.

მაისის შუა რიცხვებში, ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აწარმოებს “სუპერ-დუპერ რაკეტას”, რომელიც 17-ჯერ უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე ყველა არსებული. მისი თქმით, აშშ-ს მიერ შექმნილი რაკეტა “ყველაზე სწრაფია მსოფლიოში, თითქმის სამჯერ სწრაფი, ვიდრე რუსული ან ჩინური”. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის სარაკეტო იარაღზე იყო საუბარი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.