აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს

აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა,-ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის გამოძიებას გაითვალისწინებს, რომელიც 2016 წელს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევას ეხება.
„რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ვმუშაობთ “, – განაცხადა მან.
მნუნჩინმა ასევე განმარტა, რომ მისი სამსახური მჭიდროდ ითანამშრომლებს FBI- თან და “რუსული საქმის” ფარგლებში არსებულ ინფორმაციას გაითვალისწინებს.
„საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა სანქცია განხორციელდეს. უახლოეს რამდენიმე კვირაში აღნიშნულ საკითხს დავუბრუნდები”, – დასძინა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა.

22 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში წყაროებზე დაყრდნობით Reuters წერდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მზადდება. მიზეზად აშშ-ის არჩევნებში სავარაუდო ჩარევა და კიბერშეტევა დასახელდა. როგორც სააგენტოს წყარომ განმარტა, სანქციები სამართლებრივი პროცედურის სირთულის გამო შეფერხდა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.