აშშ-ს შეუძლია, დაადასტუროს, რომ ჩინეთმა ინფორმაცია დამალა – მაიკლ პომპეო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს მდივნის, მაიკლ პომპეოს განცხადებით, შტატებს შეუძლია, დაადასტუროს, რომ ჩინეთი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობდა. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა “ეიბისისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პომპეომ აღნიშნა, ჩინეთის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა მსოფლიოს კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია დროულად არ გაეგო.

ინტერვიუში ჩინეთის ხელისუფლების ქმედებებს პომპეომ კლასიკური კომუნისტური დეზინფორმაციული ძალისხმევა უწოდა. მან ოფიციალური პეკინი მედიკოსებისა და ჟურნალისტების დევნაში დაადანაშაულა.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ჩინეთის ამ ნაბიჯებმა უზარმაზარი რისკი შექმნა და მთელი მსოფლიოს ფარგლებში ასობით ათასი ადამიანი დააზარალა.

„ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო, რათა მსოფლიოს დროულად ვერ გაეგო, თუ რა ხდებოდა“, – აღნიშნა მაიკ პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.