აშშ-ში ჩასვლა 7 ქვეყნის მოქალაქეებს შეეზღუდათ

აშშ-ში შვილი ქვეყნის მოქალაქეებს შესვლა შეეზღუდებათ. ინფორმაციას ამერიკული მედია Politico ავრცელებს. 

წინასწარი ცნობით, მათ შორის მოხვდებიან ბელარუსისა და ყირგიზეთის მოქალაქეები. იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის ტერიტორიაზე ჩასვლა შეეზღუდებათ, ასევე სახელდებიან: ერიტრეა, ნიგერია, სუდანი, მიანმარი, ტანზანია.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებისთვის აშშ-ში ჩასვლის სრულად აკრძალვა არ იგეგმება, თუმცა საიმიგრაციო წესები გამკაცრდება.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ახალ განკარგულებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 27 იანვარს გამოაქვეყნებს.

2017 წელს ტრამპმა აშშ-ში ჩასვლა აუკრძალა ირანის, ლიბიის, სომალის, სირიის, იემენის, ვენესუელის, ჩრდილოეთ კორეისა და ჩადის მოქალაქეებს. არაერთი შტატის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტრამპის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და შეზღუდვა გააუქმა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.