შაბათი, დეკემბერი 4, 2021
detective
მთავარიმეცნიერებაახალგაზრდა ვარსკვლავმა, რომელიც ძალიან ჰგავს მზეს, შეიძლება ბევრი ცნობა მოგვცეს დედამიწაზე სიცოცხლის...

ახალგაზრდა ვარსკვლავმა, რომელიც ძალიან ჰგავს მზეს, შეიძლება ბევრი ცნობა მოგვცეს დედამიწაზე სიცოცხლის აღმოცენების შესახებ

ჩვენი მზე დაახლოებით 4,6 მილიარდი წლისაა. ამის შესახებ მზის მსგავსი ვარსკვლავების მოდელებისგან და ამავე მასის სხვა ვარსკვლავებზე დაკვირვებებიდან ვიცით.მსგავსი: ჩვენი მზე მის მსგავს სხვა ვარსკვლავებზე გაცილებით სუსტია…

ვიცით ისიც, რომ დროთა განმავლობაში მზის მხურვალება იმატებს, დაახლოებით ხუთ მილიარდ წელიწადში კი ის წითელი გიგანტი ვარსკვლავი გახდება, საბოლოოდ კი სიცოცხლეს თეთრი ჯუჯას სახით დაასრულებს.

თუმცა, მზის ისტორიაში ბევრი რამ არის ჩვენთვის უცნობი. რამდენად აქტიური იყო ის ახალგაზრდობაში? ახალგაზრდა მზის რა თვისებებმა მისცა მილიარდობით წლის წინ სიცოცხლეს დედამიწაზე აღმოცენების საშუალება?

დროის მანქანა რომ გვქონდეს, შორეულ წარსულში ვიმოგზაურებდით და მზის ახალგაზრდობას პირდაპირ დავაკვირდებოდით. მაგრამ რადგან ეს შეუძლებელია, შეგვიძლია ერთ საუკეთესო ხერხს მივმართოთ: დავაკვირდეთ იმ ახალგაზრდა ვარსკვლავებს, რომლებიც ზომითა და შემადგენლობით ძალიან ჰგვანან ჩვენს მზეს.

ასეთი კვლევები ასტრონომებს უკვე ჩატარებული აქვთ ბებერ ვარსკვლავებზე, მაგალითად, HIP 102152 მზის მსგავსი ვარსკვლავია, მაგრამ 4 მილიარდი წლით უფრო ხანდაზმული.

ამჯერად, მკვლევართა ჯგუფმა მზის მსგავსი ახალგაზრდა ვარსკვლავი, სახელად ვეშაპის კაპა 1 შეისწავლა.მსგავსი: მილიონობით სიმულაცია მიუთითებს, რომ დედამიწა…

ამ ვარსკვლავს მეცნიერები 1940-იანი წლებიდან აკვირდებიან. მდებარეობს ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში, 30 სინათლის წლის მანძილზე. ჩვენს მზეს ძალიან ჰგავს მასითა და ლითონების შემცველობით, მაგრამ ასაკით ჯერ მხოლოდ 600 მილიონი წლისაა. ამ კვლევის ფარგლებში, ასტრონომებმა ვეშაპის კაპა 1-ის დაკვირვებათა მონაცემები მზის ევოლუციურ მოდელებს შეურწყა.

შედეგად, შესაძლებელი გახდა გარკვეული პროგნოზების გაკეთება ახალგაზრდა მზის შესახებ.

ამ მოდელზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მზე სავარაუდოდ მზე სამჯერ უფრო სწრაფად ბრუნავდა, ვიდრე ახლა, ჰქონდა უფრო ძლიერი მაგნიტური ველი, აფრქვევდა უფრო ბევრ მზის ალებს და მაღალენერგიულ ნაწილაკებს.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ის არის, რომ დედამიწაზე სიცოცხლე სწორედ მაშინ უნდა აღმოცენებულიყო, როდესაც მზე დაახლოებით 600 მილიონი წლის იყო. ამ ასაკის მზის შესწავლამ კი ნამდვილად ბევრი რამ უნდა გვითხრას სიცოცხლის გაჩენის შესახებ.მსგავსი: როდის და როგორ მოკვდება ჩვენი მზე – რა იქნება…

ეს კვლევა რამდენიმე მაცდურ შესაძლებლობას გვთავაზობს. ვინაიდან დედამიწის მაგნიტური ველი მაშინ სუსტი იყო, ახალგაზრდა დედამიწას უფრო დაუცველი უნდა ყოფილიყო მზის ამოფრქვევების, კორონარული მასის ამოფრქვევებისა და მაღალენერგიული ნაწილაკებისგან.

შესაძლოა, სწორედ ეს ნაწილაკები დაეხმარა დედამიწაზე კომპლექსური მოლეკულების წარმოქმნას. თუ მართლაც ასეა, სიცოცხლის სამშენებლო ბლოკების წარმოქმნაში შეიძლება ახალგაზრდა, აქტიურმა მზემ ითამაშა გადამწყვეტი როლი.

ასეთი კვლევები ჯერ საწყის ეტაპზეა და ასეთი კავშირის შესახებ მონაცემები მწირია. თუმცა, ჯგუფი იმედოვნებს, რომ უფრო მეტ ინფორმაციას შეგროვებს სხვადასხვა ასაკში მყოფი მზის მსგავსი ვარსკვლავებისგან.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.

RELATED ARTICLES

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

ყველაზე პოპულარული

Georgia
861,883
დადასტურებული შემთხვევები
Updated on December 4, 2021 3:46 pm

უახლესი

შქმერში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

0
შქმერში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა“შქმერის” მანგანუმის საბადოზე გაცემულ ლიცენზიასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში, ეკონომიკისა და...

7 ნოემბერი – უღალატა ამომრჩეველს, არ უღალატია სახელმწიფოსათვის

0
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას მიერ ოპოზიციის მიტინგის გამართვის დროდ 7 ნოემბრის გამოცხადებას ბევრში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა - თვით გაერთიანებული ოპოზიციის რიგებშიც კი. ამ...

ჩვენ ერთად შევძლებთ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი გახდეს თითით საჩვენებელი რეგიონში – გიორგი წიკლაური

0
დასასრულს მიუახლოვდა საარჩევნო კამპანია, მღელვარება კი უფრო და უფრო იმატებს. თუმცა ვიცი, რომ ეს მღელვარება უსაფუძვლოა, რადგან ყოველი შეხვედრა თქვენთან, ჩემს ამომრჩეველთან, თავდაჯერებულობას მმატებდა,...

ჩემი სამომავლო გეგმები მთლიანად რაჭას და ონის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, მინდა ვიყო ის ადამიანი, რომლის...

0
ჩემო ონელებო, თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი განვითარების სასარგებლოდ, ჩვენი შვილებისა და ჩვენი საყვარელი ონის უკეთესი მომავლისთვის.- ამის შესახებ „ქართული ოცნების” ონის მერობის კანდიდატმა სერგო ხიდეშელმა...

COVID19

დღეიდან მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცრა სამუშაო დღეების გარდა უქმეებზეც იქნება შესაძლებელი

0
დღეიდან მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა, სამუშაო დღეების გარდა, უქმეებზეც 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლებათ ამ ეტაპზე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე ყოველდღე 150-მდე ადამიანი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „ფაიზერის“...

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

0
ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პირველი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში გაიხსნა. სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ იმუნიზაციის ცენტრი პირადად დაათვალიერა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ როგორც ჭრებალოს...

საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა

0
საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „ამ ეტაპზე, წითელ ზონაშია შემდეგი ქვეყნები: ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, საქართველო, ინდონეზია, ირანი, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი,...

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

0
კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1 362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარა - 595, იმერეთი - 415,...