ოთხშაბათი, იანვარი 20, 2021
INFONEWS.GE
Advertisement
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო
No Result
View All Result
No Result
View All Result
INFONEWS.GE
No Result
View All Result
მთავარი ყველა სიახლე სხვა ეს საინტერესოა

ახალი ატომური ენერგია

INFONEWS.GE ავტორი INFONEWS.GE
2020/07/20
in ეს საინტერესოა, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
25 0
0
ახალი ატომური ენერგია
100
ნახვა
Share
 
 
 

გასეირნება მიჩლ ბინდერბაუერთან ერთად მის თითქმის ერთი ჰექტარი ფართის მქონე ლაბორატორიაში რაღაცით წააგავს ტურს ვილი უონკასთან ერთად მის ქარხანაში. ერთ კუთხეში  TAE Technologies-ის აღმასრულებელი დირექტორი ბინდერბაუერი სიამაყით აჩვენებს ახალ დანადგარს, რომელიც კიბოს სიმსივნეს ნეიტრონების ნაკადით ანადგურებს. საკონტროლო ოთახში ინჟინრები შექუჩულან. ფანჯრის მიღმა მოჩანს: Norman. 

ასე ჰქვია TAE-ს 100 ფუტის სიგრძის ბირთვული სინთეზის პროტოტიპ რეაქტორს  – უჟანგავი ფოლადის, ელექტრომაგნიტებისა და ნაწილაკების ამაჩქარებლის მილების შესანიშნავ კონსტრუქციას. ყოველ რვა წუთში ერთხელ Norman-ი გამოსცემს ჟღარუნს, როდესაც გარდაქმნის ელექტროენერგიის 20 მლნ ვატს ცელსიუსით 100 მლნ გრადუსი ტემპერატურის პლაზმურ ღრუბლად და შემდეგ აფეთქებს მას პროტონების ნაკადებით (წყალბადის უმარტივესი ფორმა). ისინი საკმარისი ძალით ეჯახებიან ერთმანეთს იმისათვის, რათა მოხდეს მათი ჰელიუმად სინთეზი, რა დროსაც  დიდი მოცულობის ენერგია გამოთავისუფლდება. “სწორედ ეს წარმოადგენს ძალადობის ფუნქციას”, – ღიმილით ამბობს 50 წლის ბინდერბაუერი.

TAE-მ, რომელიც გასულ წლამდე Tri Alpha Energy-ის სახელით იყო ცნობილი, სულ ახლახან მიიღო 600 მილიონი დოლარის დაფინანსება, როდესაც მისი ღირებულება 2 მილიარდ დოლარად შეფასდა. ინვესტორების რიცხვშია აწ გარდაცვლილი პოლ ალენის Vulcan Capital-ი, როკფელერების ოჯახის კუთვნილი Venrock-ი და Big Sky Capital-ი, ასევე საფონდო ბირჟის მილიარდერი ჩარლზ შვაბის ოჯახის ფული. ინვესტორები დარწმუნებულნი არიან, რომ TAE შეძლებს ბირთვული სინთეზის ენერგიის ელექტრობის წყაროდ გარდაქმნას. 

ბირთვული დაშლა, რომელიც რამდენიმე ასეული ბირთვული ელექტროსადგურის ენერგიის წყაროს წარმოადგენს, ეწოდება ურანის ატომების ხლეჩას საშუალო ზომის ატომებად, რა დროსაც ენერგია გამოთავისუფლდება, ხოლო ბირთვული სინთეზი, რომელიც ვარსკვლავს აძლევს ნათების ენერგიას, წარმოადგენს საპირისპირო პროცესს და პატარა ატომებს დიდ ატომებად აერთიანებს, რა დროსაც ასევე გამოიყოფა ენერგია. ბირთვულ დაშლას ახლავს რეაქტორის დნობის რისკი და რადიოაქტიური ნარჩენები, რომელთა იზოლირებაც 10,000 წლის განმავლობაში არის აუცილებელი. ბირთვული სინთეზი იქნება თავისუფალი დნობის რისკისა და რადიოაქტიური ნარჩენებისაგან. 

“ბირთვული დაშლისას იწყება ჯაჭვური რეაქცია – თუ შეხვედი, ძალზე რთულია უკან გამოსვლა – ეშმაკთან გარიგების მსგავსად, – ამბობს ენაწყლიანი ბინდერბაუერი, რომელიც TAE-ს  ლოს-ანჯელესის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე  ევკალიპტების მწკრივებით გამშვენებული ოფისიდან ხელმძღვანელობს. – ეს რისკები ბირთვულ სინთეზს არ ახლავს – იგი ძალზე რთული დასაწყებია და თუ დაიწყო, კიდევ უფრო რთული შესანარჩუნებელია”. 

რთულია ან შეუძლებელი. ბინდერბაუერი პლაზმის ბურთის მართვის პროცესს ამსგავსებს თხევადი ჟელეს მბრუნავი ბურთის რეზინის ბაფთებით მართვის მცდელობას: “ჩვენ ვიბრძვით, რომ კონტროლი წამის მემილიონედის განმავლობაში შევინარჩუნოთ, მაგრამ პლაზმა გაქცევას ასწრებს”. ტემპერატურა – ასი მილიონი გრადუსია, უფრო მეტიც – 2 მილიარდ გრადუსამდე. 

რუსმა ფიზიკოსებმა მუშაობა ბირთვულ სინთეზზე 1950-იან წლებში დაიწყეს. ფიქრობდნენ, რომ კომერციული რეაქტორი სავარაუდოდ 15 წლის შემდეგ იქნებოდა მზად. მას შემდეგ პროგნოზი სულ ასეთია. ლაბორატორიის კუთხეში ბინდერბაუერს აქვს ბირთვული სინთეზის რეაქტორების წარსულის პროტოტიპების გალერეა.

ამ რეაქტორთაგან ვერც ერთმა ვერ გამოიმუშავა იმაზე მეტი ელექტროენერგია, ვიდრე მოიხმარა. 

თუმცა, მორწმუნეები არ ილევიან. “სადღეისოდ ბირთვული ტექნოლოგია ერთადერთი მასშტაბირებადი, მინიმალურად საკმარისი რესურსის მომცემი, ნულოვანი  ნახშირორჟანგის ენერგიის წყაროა, – ნათქვამია ბილ გეიტსის განცხადებაში. – თუმცა მას მთელი რიგი გამოწვევები ახლავს”. 

გეიტსი ფულს დებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის შვილობილ  კომპანია Commonwealth Fusion Systems-ში, რომელიც იმედოვნებს, რომ 2025 წლისთვის ენერგოდადებითი რეაქტორი ექნება. ციფრული მილიარდერები პიტერ ტილი და ჯეფ ბეზოსი სინთეზის კიდევ სხვა პროექტს უჭერენ მხარს, ყველანი ერთად კი კონკურენციას უწევენ მრავალეროვან პროექტს საფრანგეთში, რომელიც გადასახადის გადამხდელთა 20 მილიარდი დოლარით ფინანსდება. 

“მე მივხვდი ენერგიის განახლებადი წყაროების ნაკლოვანებებს, – ამბობს ჩარლზ შვაბის შვილი მაიკლი, რომელმაც 2002 წელს 25 წლის ასაკში $50,000 ჩადო Tri Alpha-ში და მას შემდეგ მონაწილეობა მიიღო დაფინანსების ყველა რაუნდში.  – ამას ჩვენი ენერგეტიკული პრობლემების გადაჭრა შეუძლია “.

რა ხდის ბირთვულ სინთეზს დაშლაზე უსაფრთხოს? რეაქტორი იმყოფება ვაკუუმში, განმარტავს დევიდ ჰილი, სან-დიეგოში მდებარე General Atomics-ის სინთეზის საცდელი რეაქტორის დირექტორი. “ნებისმიერი გაჟონვა არის მიმართული შიგნით და ამდენად თვით გაჟონვა ჩააქრობს ხანძარს”. გარდა ამისა, არ არსებობს არაფერი, რაც შეიძლება გადნეს, ამბობს იგი: “მთელი პლაზმა მყარ სხეულად რომ აქციოთ და შემდეგ ერთად შეაგროვოთ, მარილის მარცვალზე მცირე ზომის გამოვა”. 

Tri Alpha Energy წამოიწყო ნორმან როსტოკერმა (1925-2014), კანადელმა, რომელიც ასწავლიდა ირვინში, კალიფორნიის უნივერსიტეტში  და რომელმაც მაქსველის პრიზი მოიპოვა 1988 წელს პლაზმური ფიზიკის დარგში.  მან და პლუტონიუმის აღმომჩენმა ნობელის პრემიის ლაურეატმა გლენ სიბორგმა დაინახეს ტექნიკური ნაკლოვანებები ბირთვული სინთეზის ენერგიისადმი სტანდარტულ მიდგომაში, რომელიც ჰელიუმის მისაღებად ერთმანეთს აჯახებს წყალბადის მძიმე იზოტოპებს მაგნიტურად გარეშემოზღუდულ დონატის ფორმის ჭურჭელში – ტოკამაკში. ამ რეაქციის შედეგად მიღებული ენერგიის დიდი ნაწილი მიიღება მაღალი სიჩქარის ნეიტრონების სახით, რაც დროთა განმავლობაში ჭამს რეაქტორის ჭურჭლის კედლებს. 

როსტოკერმა თავის პოსტდოქტორანტ სტუდენტ, ავსტრიაში დაბადებულ ბინდერბაუერთან ერთად დაიწყო მუშაობა კამერული პლაზმური რეაქციის ალტერნატივაზე, რომელიც გულისხმობს პროტონების ნაკადით (ელემენტული წყალბადის) ბორის იზოტოპის დაბომბვას. ასეთი ქიმია მცირე რაოდენობით წარმოქმნის ნეიტრონებს; ნაცვლად ამისა, იგი ამოაფრქვევს დადებითად დამუხტულ ალფა-ნაწილაკებს, რომლებსაც ძალუძთ ელექტროენერგიის წარმოება ორთქლის ტურბინების გარეშე,  ამჟამად რომ იყენებენ ატომურ ელექტროსადგურებში. 1997 წელს მათ გამოიწვიეს აჟიოტაჟი, როდესაც სიბორგის დახმარებით მათი გარღვევა ჟურნალ Science-ში გამოაქვეყნეს, მაგრამ მთავრობისაგან გრანტების მოპოვება მათი სამუშაოსათვის რთული აღმოჩნდა. სამწუხაროდ, პლაზმის ძალზე ბევრმა ექსპერტმა მიუძღვნა კარიერა ტოკამაკს. 

ჰოლივუდის როლი არ დაგავიწყდეთ: როსტოკერი ხვდება მსახიობ ჰარი ჰემლინს, სარაკეტო ტექნოლოგიების მეცნიერის ვაჟს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალ People-ის მიერ 1987 წელს დასახელდა ყველაზე სექსუალურ მამაკაცად ცოცხალთა შორის, მაინც პლაზმის მკვლევარ ფიზიკოსებთან ერთად ატარებდა საღამოებს. ჰემლინი Tri Alpha-ს თავმჯდომარე გახდა. შემდეგ გუნდს დაემატა მთვარეული ბაზ ოლდრინი.  შემდეგ Google-ის თანადამფუძნებელმა სერგეი ბრინმაც შემოიარა და ათხოვა თავისი ხელოვნური ინტელექტი მონაცემების დასამუშავებლად. ჯეფრი იმელთი, General Electric-ის გადაყენებული ბოსი გახდა უკანასკნელი ვარსკვლავი, რომელიც შემოემატა დაფას. 

ვარსკვლავებს დოლარები შემოაქვთ, ხოლო TAE ბევრ დოლარს შთანთქავს. შენობა და აღჭურვილობა კალიფორნიის Foothill Ranch-ში 150 მილიონი დოლარი დაჯდა

(ან 250 მილიონი – Norman-ის ჩათვლით) და მუშაობის გასაგრძელებლად ყოველწლიურად კიდევ $50 მილიონია საჭირო. ამჟამად ბინდერბაუერს სჭირდება დაახლოებით $200 მილიონი, რათა პირველი წყალბად-ბორის პროტოტიპი ააგოს – ბოლო ეტაპი პლაზმურ კვლევებში ბირთვული სინთეზის კომერციულ რეაქტორამდე, რომელმაც ბევრად უფრო მაღალ ტემპერატურებზე უნდა  იმუშაოს.

ბინდერბაუერის ფანტაზია ეკონომიკაზე გადადის. მზის ბატარეების დამზადების ღირებულება შეადგენს ერთ დოლარს ერთ ვატში გენერაციის პიკური სიმძლავრისას. იქნებ TAE-მ შეძლოს ბირთვული სინთეზის გენერატორის მშენებლობის ღირებულების დაყვანა $1.50 დოლარამდე თითო ვატში, იმ წერტილამდე, სადაც მისი ელექტროენერგია უფრო იაფი იქნება, ვიდრე მზის ბატარეებით მიღებული, იმის გათვალისწინებით, რომ ღამით ეს დენი არ წავა ხოლმე.

მაგრამ, ალბათ დიდი დრო გავა, ვიდრე ვენჩურული კაპიტალი TAE-ს ელექტროსადგურს იხილავს. ამასობაში ყურადღების მისაპყრობად ბინდერბაუერმა დააფუძნა შვილობილი კომპანია, რომელიც აწარმოებს ნაწილაკების ამაჩქარებლებს

ონკოლოგიის მკურნალობისათვის (იდეა მდგომარეობს ნეიტრონებით სიმსივნის დაბომბვაში, რომელსაც ბორის მოლეკულები აქვს შთანთქმული. შედეგად წარმოქმნილი ინტენსიური სითბო კლავს სიმსივნეს) გასულ წელს TAE-მ მოიპოვა

$40 მილიონი დაფინანსება პირველი დანადგარის დასამზადებლად, რომელიც მალე ჩინეთში გაიგზავნება. GE არის სამედიცინო აღჭურვილობის დიდი მწარმოებელი და იმელთის კავშირები ალბათ დაეხმარება TAE-ს. კომპანიას სჭირდება კავშირები, დოლარები და იღბალი, რათა დაიქოქოს. ორი მილიარდი გრადუსი?  “ეს ციფრი გაფხიზლებს”, – ამბობს ბინდერბაუერი.

forbes.ge

Share20Tweet13Share4Pin5SendShareShare3ShareSend
INFONEWS.GE

INFONEWS.GE

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"

RelatedPosts

სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი
პოლიტიკა

იპოდრომის აქცია გაჩეჩილაძეებმა ტელევიზიის სანაცვლოდ დაშალეს – ფარული მოლაპარაკებები შავნაბადაზე

ავტორი ვაკო კუპრაშვილი
იანვარი 19, 2021
0
138

გია გაჩეჩილაძემ სინდისს უღალატა, თან ზუსტად მაშინ, როცა საპირისპიროს იპოდრომის აქციის მონაწილეებს უმტკიცებდა. ნაცნობი პოლიტიკის უცნობი პოლიტიკოსის აღიარება დაგვიანებული აღმოჩნდა,...

წაიკითხე მეტი
სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

პასუხის პასუხი – რუსეთის საპატრიარქო იმუქრება

იანვარი 19, 2021
135
სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

იანვარი 19, 2021
116
როგორ აღმოაჩინეს ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი – რეალური ისტორია

როგორ აღმოაჩინეს ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი – რეალური ისტორია

იანვარი 19, 2021
117
“მარტო მანქანა კი არაა გაცვეთილი, მეც დავბერდი და მკურნალობა მჭირდება…” – მეუფე ნიკოლოზი

“მარტო მანქანა კი არაა გაცვეთილი, მეც დავბერდი და მკურნალობა მჭირდება…” – მეუფე ნიკოლოზი

იანვარი 19, 2021
126
  • ტრენდული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

დეკემბერი 18, 2020
ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

დეკემბერი 14, 2020
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე – ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე – ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

დეკემბერი 12, 2020
მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

დეკემბერი 12, 2020

They Spoke In Monosyllables And Short Jerky

0

The Hottest month in the Sahara desert

0

Nor Would Difference of Country Make Very Essential Difference

0

It was going to be a lonely trip back

0
სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

იპოდრომის აქცია გაჩეჩილაძეებმა ტელევიზიის სანაცვლოდ დაშალეს – ფარული მოლაპარაკებები შავნაბადაზე

იანვარი 19, 2021
სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

პასუხის პასუხი – რუსეთის საპატრიარქო იმუქრება

იანვარი 19, 2021
სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

იანვარი 19, 2021
როგორ აღმოაჩინეს ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი – რეალური ისტორია

როგორ აღმოაჩინეს ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი – რეალური ისტორია

იანვარი 19, 2021


Recent News

სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

იპოდრომის აქცია გაჩეჩილაძეებმა ტელევიზიის სანაცვლოდ დაშალეს – ფარული მოლაპარაკებები შავნაბადაზე

იანვარი 19, 2021
138
სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

პასუხის პასუხი – რუსეთის საპატრიარქო იმუქრება

იანვარი 19, 2021
135
სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

იანვარი 19, 2021
116
როგორ აღმოაჩინეს ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი – რეალური ისტორია

როგორ აღმოაჩინეს ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი – რეალური ისტორია

იანვარი 19, 2021
117

INFONEWS.GE

საინფორმაციო ანალიტიკური საგაგენტო “INFO NEWS”

No Result
View All Result
https://www.youtube.com/watch?v=ZPNFvJGu34M

Browse by Category

  • COVID19
  • FACEBOOK
  • განათლება
  • დაუხარისხებელი
  • დიპლომატია
  • ევროპული გზა
  • ეკონომიკა
  • ეს საინტერესოა
  • ექსკლუზივი
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მეცნიერება
  • მსოფლიო
  • პარლამენტი
  • პოლიტიკა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სამხედრო
  • სპორტი
  • სტატისტიკა-კვლევა
  • სხვა
  • ტაბლოიდი
  • ტექნოლოგიები
  • ტოპ
  • ყველა სიახლე
  • შოუბიზნესი
  • ჯანმრთელობა
  • ჰოროსკოპი

Recent News

სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

იპოდრომის აქცია გაჩეჩილაძეებმა ტელევიზიის სანაცვლოდ დაშალეს – ფარული მოლაპარაკებები შავნაბადაზე

იანვარი 19, 2021
სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

პასუხის პასუხი – რუსეთის საპატრიარქო იმუქრება

იანვარი 19, 2021


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა საიტზე
  • მასალის გამოყენების პირობები

© 2020 INFONEWS.GE

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო

© 2020 INFONEWS.GE

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password? Sign Up

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
We use cookies on our website to give you the most relevant experience by remembering your preferences and repeat visits. By clicking “Accept”, you consent to the use of ALL the cookies.
Cookie settingsACCEPT
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled

Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. This category only includes cookies that ensures basic functionalities and security features of the website. These cookies do not store any personal information.

Non-necessary

Any cookies that may not be particularly necessary for the website to function and is used specifically to collect user personal data via analytics, ads, other embedded contents are termed as non-necessary cookies. It is mandatory to procure user consent prior to running these cookies on your website.

Add New Playlist