“ახალი ტიპის გლობალური უსაფრთხოების სისტემა” – რა ზეგავლენა ექნება კორონავირუსს მსოფლიო პოლიტიკაზე

„შესაძლოა ქვეყნები გაერთიანდნენ და ჩვენ მივიღოთ ახალი ტიპის საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა, რომელსაც შესაძლოა, თანამშრომლობითი უსაფრთხოება დავარქვათ” – ასე აფასებს „რეზონანსთან” ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია კორონავირუსის საფრთხის გავლენას მსოფლიო წესრიგზე.

მისივე აზრით, შესაძლოა ქვეყნების მიერ საგანგებო სიტუაციების შემოღებამ, დემოკრატიის ხარისხი მნიშვნელოვნად დააქვეითოს.

„კორონავირუსმა მსოფლიო წესრიგის კონტურებზეც იმოქმედა, ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს თანხმობა მისცა, რომ უშიშროების საბჭოს დიდი ხუთეულის სამიტი აშშ-ში შედგეს, რაც პირველი ნიშანია იმისა, რომ მსოფლიოს გავკლენიანი ცენტრები იკრიბებიან, რომ ახალი გამოწვევების პირობებში ხუთეული სახელმწიფო სტრატეგია დასახონ.

„ვირუსის გავრცელებამ მსოფლიო მასშტაბით შესაძლოა დემოკრატიის ხარისხი დააქვეითოს, იმიტომ, რომ ამ ასიმეტრიულმა ტრენდცენტრულმა საფრთხემ შესაძლოა დემოკრატიულ სახელმწიფოებში საგანგებო სიტუაციები შემოიტანოს, რომელიც რა თქმა უნდა, ერთის მხრივ სახელმწიფოს აძლიერებს, მაგრამ, მეორეს მხრივ, შესაძლოა ლიბერალურ ფასეულებებს საფრთხე შეუქმნას.

„კორონავირუსისას რუისეთის პრეზიდენტმა დრო იხელთა და განულებული საპრეზიდენტო ვადა შემოიღო, კონსტიტუციურმა სასამართლომ ეს ცვლილებები მიიღო. 22 აპრილს ფორმალური ტიპის რეფერენდუმი იქნება და ამის მერე ქვეყანაში პოლიტიკური მართვის ახალი წესები შევა და პუტინი მართლაც რომ იმპერატორი გახდება” – განაცხადა მან.

მისივე თქმით, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები საგანგებო სიტუაციის შემოღებას აჭიანურებენ, რადგან დემოკრატიულ ფასეულობებს საფრთხე არ შეუქმნან.

„დასავლეთ ევროპiს სახელმწიფოებს როგორც ჩანს არ სურთ, რომ საგანგებო სირუაცია შემოიღონ, იმიტომ, რომ ამას შესაძლოა დემოკრატიულ ფასეულობებს შეექმნას საფრთხე და ბოლომდე ცდილობენ რომ ეს გაწელონ.

„შესაძლოა დღეის მდგომარეობამ პოლიტიკური ფსიქოზის მომენტები შემოიტანოს, რამაც შესაძლოა საზოგადოებრივ აზროვნებასაც დიდი დაღი დასვას, რომელიც მეტნალობაზეც აისახოს. ეს ფილმ „ავიატორს” მაგონებს, ზუსტად ამ „ავიატორის” სინდრომმა ხალხთა მასებში შესაძლოა მენტალობის ცვლილებები გამწვიოს.

„შემდეგი მომენტი ის იქნება, რომ შესაძლოა გლობალიზაცია საბოლოო ჯამში დაასამაროს და ნაციონალური და ულტრანაციონალური ტიპის ტენდენციებისკენ წავიდეს,

„შესაძლოა ქვეყნები გაერთიანდნენ და ჩვენ მივიღოთ ახალი ტიპის საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა, რომელსაც თანამშრომლობითი უსაფრთხოება დავარქვათ, როდესაც მიუხედავად იდეოლოგიური სხვაობისა, ყველა სახელმწიფო იძულებული იქნება საერთო გამოწვევების პრევენცია შეიმუშაონ და საერთოდაც გლობალური უსფართხოების მოდელიც კი შეიცვალონ” – განაცხადა მაისაიამ.

თამთა ჩაჩანიძე

resonancedaily.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.