ახმეტაში ახალი ჰიდროელექტროსადგური აშენდება

ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალი ჰიდროელექტროსადგური – „სამყურისწყალი 2“ აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა knews.ge ავრცელებს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით,  მდინარე სამყურისწყალზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გასცა.

უწყების ინფორმაციით, ჰესი 26 მეგავატი სიმძლავრის იქნება და მას კომპანია „ფერი“ ააშენებს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.