ბათუმში სხვა ქვეყნის, რამზან კადიროვის დაჯგუფების სპეცსამსახურები თავისუფლად გადაადგილდებიან – საქართველოს სპეცსამსახურების სრული კატასტროფა?

ბათუმში სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები თავისუფლად გადაადგილდებიან. ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი ვანო ნადირაძე ამ მოვლენის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ბათუმში პრობლემების გარეშე გადაადგილდებიან რამზან კადიროვის დაჯგუფების წევრები. მათ შორის, ბათუმის ცენტრალურ გამზირზე, სადაც სამთავრობო უწყებებია განთავსებული. ფოტოებიდან ჩანს, რომ ტოიოტას მარკის ავტომობილის მძღოლს სპეციალური სიმბოლიკის მქონე უნიფორმა აცვია.

ფოტოები რამდენიმე თვის წინ არის გადაღებული. უცნობია, ვისთან და რა მიზნით გამართეს აჭარაში შეხვედრები კადიროვის დაჯგუფების წევრებმა.

ფაქტიურად, ჩვენი მტერი შემოვიდა, თავისივე დროშით, თავისივე ფორმით სამთავრობო კვარტალში. ეს პიროვნება, რომელიც სურათზეა აღნიშნული, ცხადია, რომ პირადი მცველია ვიღაცის ან მძღოლი. პიროვნება, ვისაც იცავს ეს ადამიანი, დიდხანს იმყოფებოდა იქ და ვიღაცასთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას. სამწუხაროდ, შავი და ბნელი გზა გაივლო უკვე საქართველოს ტერიტორიაზე, ტერორისტების თავისუფლად გადაადგილების, – ამბობს უკრაინის სახალხო გმირი ივანე ნადირაძე. 

ვანო ნადირაძე ქვეყნის სპეცსამსახურებს ამ ფაქტით დაინტერესებას სთხოვს. ნადირაძის თქმით, მათი ქვეყანაში ყოფნა შესაძლოა კონტრაბანდას ან უკანონო ვაჭრობას  უკავშირდებოდეს.

ვიმყოფებით ზუსტად იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე ხნის წინ კადიროვის ბანდფორმირებები იმყოფებოდნენ და თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. ეს ფაქტიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პუტინის მოკავშირე ბიძინა ივანიშვილის ხელში ამ ქვეყანას, ფაქტობრივად, სახელმწიფო აღარ შეგვრჩა. ჩვენ ვიცით ზუსტად, რომ ამ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ტერორისტები, მაგალითისთვის, ჩატაევი შეგვიძლია გავიხსენოთ, – აცხადებს ბათუმის საკრებულოს ფრანქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე.

მისი თქმით, საქართველოს საზოგადოებამ დროულად თუ არ იმოქმედა, ქვეყანა სახელმწიფოებრიობას საბოლოოდ დაკარგავს. 

“მთავარი”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.