ბაიდენი ტრამპს მოუწოდებს, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე რუსეთი არ მიიწვიოს

ამერიკის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი და დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატი ჯოზეფ ბაიდენი მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე რუსეთი არ მიიწვიოს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ New York Times-ის ინფორმაცია მოსკოვსა და თალიბებს შორის კავშირის შესახებ სიმართლეა, ტრამპი „დიდი შვიდეულის“ ფორმატში რუსეთის დაბრუნებაზე არ უნდა ფიქრობდეს.

ბაიდენის თქმით, ტრამპს ეს ინფორმაცია სავარაუდოდ ჰქონდა, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაემკაცრებინა, სიჩუმე არჩია, რაც ღალატის ტოლფასია.

„ტრამპის პრეზიდენტობა პუტინისთვის საჩუქარი იყო, მაგრამ ეს ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ეს არის ღალატი იმ ვალდებულების, რაც ამერიკელი ხალხის წინაშე გვეკისრება. ეს არის ღალატი ყოველი ამერიკელი ოჯახის, რომლის წევრიც ავღანეთში ან ქვეყნის საზღვრებს გარეთ მსახურობს,“ – აღნიშნა ბაიდენმა.

მანამდე New York Times-მა სკანდალური სტატია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი რადიკალურ დაჯგუფება „თალიბანს“ ამერიკელი სამხედროების ლიკვიდაციაში სოლიდურ ჯილდოს სთავაზობდა. თალიბები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.