ბალცეროვიჩი: რეგულაციებთან მიმართებაში უნდა გააკეთოთ მინიმუმი და არა მაქსიმუმი, ნუ გადააჭარბებთ – პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია კანონის უზენაესობა, რაც პრაქტიკაში ნიშნავს, რომ ინსტიტუციები უნდა იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკოსებისგან, ასევე კერძო ბიზნესშიც

„ჩვენ ვნახეთ, როგორ მუშაობს საქართველო ამ ფრონტზე. შემდეგ უკვე შევეხოთ რეგულაციებს ევროკავშირთან მიმართებაში, უნდა გააკეთოთ მინიმუმი და არა მაქსიმუმი, ნუ გადააჭარბებთ”, – ამის შესახებ თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020” ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორმა, პოლონეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ლეშეკ ბალცეროვიჩმა განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ, როგორ მუშაობს საქართველო ამ ფრონტზე. შემდეგ უკვე შევეხოთ რეგულაციებს ევროკავშირთან მიმართებაში, უნდა გააკეთოთ მინიმუმი და არა მაქსიმუმი, ნუ გადააჭარბებთ. პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია კანონის უზენაესობა, რაც პრაქტიკაში ნიშნავს, რომ ინსტიტუციები უნდა იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკოსებისგან, ასევე კერძო ბიზნესშიც. მიკერძოებულობა არ შეიძლება. კანონის უზენაესობა ეხება ჩვეულებრივ ადამიანებსაც, არამხოლოდ ბიზნესებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. არსებობს ხუთი უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტი, რომელსაც უნდა მიაღწიოს ქვეყანამ და როცა მიაღწევს, შემდეგ უკვე უნდა დაიცვას, რადგან ცუდი რაღაცები, პერიოდულად კრიზისი ხდება“, – განაცხადა ლეშეკ ბალცეროვიჩმა.

ლეშეკ ბალცეროვიჩმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკური ზრდის შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, გვაქვს ძალიან ბევრი გამოცდილება, როგორც კარგი, ასევე ცუდი. ორნაირი ძალის განხილვა შეგვიძლია, ეს არის სისტემური ძალები, რომლებიც უმეტეს შემთხვევებში, მუშაობს და შემდეგ კრიზისები, რომელიც არის ინციდენტების სახით, როგორ რბოლაში, რომელიც აფერხებს პროგრესს, სიჩქარეს. სისტემური ძალები შეეხება დასაქმებას, პროდუქტიულობას, რომელიც ემყარება ინოვაციებს. ღარიბ ქვეყნებში, როგორიც არის პოლონეთი, ეს არის ტექნოლოგიების ტრანსფერი, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც შეეხება ინსტიტუციურ საფუძვლებს, სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს ინსტიტუციები. ეკონომიკა უნდა იყოს კერძო, სახელმწიფო საკუთრება რისკია, მისი პოლიტიზება ძალიან მარტივია. ასეთ დროს არის ინციდენტის მოლოდინი. ვფიქრობ, ამ მხრივ საქართველომ ძალიან ბევრს მიაღწია“, – განაცხადა პოლონეთის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, მეორეა ბაზარზე კონკურენციის საკითხი, რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივ მონოპოლიებში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

„ჩვენ ვნახეთ, როგორ მუშაობს საქართველო ამ ფრონტზე. შემდეგ უკვე შევეხოთ რეგულაციებს ევროკავშირთან მიმართებაში, უნდა გააკეთოთ მინიმუმი და არა მაქსიმუმი, ნუ გადააჭარბებთ. პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია კანონის უზენაესობა, რაც პრაქტიკაში ნიშნავს, რომ ინსტიტუციები უნდა იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკოსებისგან, ასევე კერძო ბიზნესშიც. მიკერძოებულობა არ შეიძლება. კანონის უზენაესობა ეხება ჩვეულებრივ ადამიანებსაც, არამხოლოდ ბიზნესებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. არსებობს ხუთი უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტი, რომელსაც უნდა მიაღწიოს ქვეყანამ და როცა მიაღწევს, შემდეგ უკვე უნდა დაიცვას, რადგან ცუდი რაღაცები, პერიოდულად კრიზისი ხდება“, – განაცხადა ლეშეკ ბალცეროვიჩმა.

bfm.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.