“ბაჩალიაშვილის გარდაცვალება და აფთიაქში წამლების ყიდვა არის უნიჭოდ დადგმული” – დავით ფურცხვანიძე

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოკითხული დავით ფურცხვანიძის განცხადებით, პროგრამისტის გარდაცვალება, შესაძლოა, ყარაბაღის კონფლიქტსა და იარაღით ვაჭრობას უკავშირდება. ინფორმაციას კი ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს თვითონ ვერ მიაწვდიდა, რადგან არ იცნობდა.

„ერთხელ არის ნახსენები, როცა დიდი ფულის გათეთრებაზე წავიდა საუბარი, მე ჩემს სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა და გადაბეჭდა ექვსმა დასავლურმა საინფორმაციო სააგენტომ, მათ შორის ამერიკულმა, არის მითითება ასეთი – იქ, სადაც არის დიდი შავი ფულის ბრუნვა, როგორც წესი, ეს ფული ამის შემდეგ საქონელდება უკანონო ბიზნესში, მათ შორის, იარაღით ვაჭრობაში. ამაზე მიება ის თემა, რომ თუ სადმე რეალიზდება უკანონო იარაღი, ეს არის სამხრეთ კავკასიაში, ყარაბაღის კონფლიქტი“, – განაცხადა ფურცხვანიძემ.

მისივე განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე ბევრი გარემოება და გარკვეული ჩვენებები ეჭვს ბადებს. მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება „უნიჭოდ დადგმული ინსცენირებაა“.

„ერთ რამეს გეტყვით ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე, მკვლელობაზე. ის თავისი ქმედებებით, თუნდაც, აფთიაქში წამლების ყიდვა იყოს, არის მოდელირებული და სერიოზულად დადგმული ინსცენირებაა, მაგრამ უნიჭოდ. ამიტომ ჩნდება ნაწილ-ნაწილ, თავს იჩენს ის შეუსაბამობები, რაც ამ ინსცენირებაში იყო ცუდად დალაგებული“, – განაცხადა ფურცხვანიძემ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.