ბედნიერების ინდექსში საქართველო 118-ე ადგილზეა

ბედნიერების მსოფლიო ინდექსის (WHR) 2020 ანგარიშში საქართველო 154 ქვეყანას შორის 118- ე ადგილზეა და, ისევე როგორც წინა კვლევის დროს, კვლავ ჩამორჩება რეგიონის ყველა ქვეყანას.

როგორც მსოფლიო ბედნიერების ინდექსის პრეამბულაშია ნათქვამი პირველი ანგარიში, გაერომ 2012 წელს გამოაქვეყნა. ქვეყნების რიგითობა ეფუძნება რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის, ერთ სულ მოსახლეზე მთლიან შიდა პროდუქტს, ცხოვრების ხანგრძლივობას, სოციალური მხარდაჭერის მასშტაბს და კორუფციის არარსებობას მთავრობაში ან ბიზნესში.

ამ კრიტერიუმების მიხედვით, ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეულს 2020 წელს სათავეში უდგას ფინეთი, ხოლო რეიტინგის ბოლოშია – ავღანეთი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.