ბელარუსი ოპოზიციონერები მოძალადე პოლიციელების სიას ადგენენ – მისაბაძი მაგალითი

ბელარუსში ოპოზიციის წარმომადგენლები მოძალადე პოლიციელების სიას ადგენენ. სვეტლანა ტიხანოვსკაია ამბობს, რომ უკვე ამოცნობილია სამართლადამცავები, რომლებიც საპროტესტო აქციებს არბევდნენ – “ჩვენ გვაქვს სახელები და გვარები მათი, ვინც ხალხს სცემდა და აწამებდა”– ამბობს ტიხანოსვსკაია.

სიას ტიხანოვსკაია მომავალ კვირას ბრიუსელში, ევროკავშირის მინისტრთა კომიტეტთან შეხვედრისას გაასაჯაროებს

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბელარუსში პროტესტი არ წყდება. მას შემდეგ, რაც ალექსანდრ ლუკაშენკომ თავი ისევ პრეზიდენტად გამოაცხადა, ქვეყნის ცესკო-მ კი მას 80%-იანი მხარდაჭერის მაჩევენებლი დაუწერა, მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ.

რამდენჯერმე გაიმართა მრავალათასიანი მარში მინსკის ქუჩებში, გარდა ამისა, მშვიდობიანი დემონსტრანტები პოლიციამ გადაჭარბებული ძალის გამოყენებით დაშალა და დაარბია. პროტესტს ბელარუსში მსხვერპლიც მოჰყვა.

“ბრძოლა თავისუფლებისთვის” – აქციები ბელარუსში 2020

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.