ბესელია კობახიძეზე: სხვა არარაობას ჯობსო, ესაა შერჩევის პრინციპი

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ მმართველი გუნდი საკადრო შიმშილს განიცდის.

ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ უკვე იწვნია კრახი, როდესაც კობახიძის მიერ გამოცხადებული არასწორი მონაცემების გამო, საპრეზიდენტო კანდიდატს პირველ ტურში მიულოცა გამარჯვება მაშინ, როდესაც მეორე ტური გახდა გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო.

„ხედავთ, როგორი საკადრო შიმშილი აქვს მმართველ პარტიას. არავინ დარჩა ისეთი, ვისაც შეიძლება პოლიტიკურ პროცესებში გამოცდილება ჰქონდეს. კობახიძისგან არასდროს დადგება პოლიტიკოსი. ის ამ პოზიციაზე შეირჩა იმ ნიშნით, რომ საარჩევნო კამპანიების დროს ჩართული იყო, როგორც ტექნიკური საორგანიზაციო შემსრულებელი პირი. სხვა არარაობას ეს ჯობსო, ესაა შერჩევის პრინციპი. მისი მათემატიკა ცნობილია და მისი პროგნოზები ცნობილია, როგორ ითვლის საარჩევნო სტატისტიკას. ივანიშვილის არჩევანია, მან ერთხელ უკვე იწვნია კრახი, როდესაც მეორე ტური იყო საპრეზიდენტო არჩევნებისის დროს და პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატს მიულოცა, რადგან კობახიძე არწმუნებდა, რომ მეორე ტურის საჭიროება აღარ იყო“, – განაცხადა ბესელიამ.

პარტია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.