ბიზნესომბუდსმენს 6 თვეში დახმარებისთვის 564-მა მეწარმემ მიმართა

ბიზნესომბუდსმენს დახმარებისთვის 6 თვეში  564-მა მეწარმემ მიმართა. მათ შორის, ყველაზე მეტმა, 64%-მა თბილისიდან,  შემდეგ მოდის აჭარა 10%-ით, შიდა ქართლი 6%-ით და გურია 4%-ით.

„ მეწარმეები საუბრობდნენ ბიზნესის კეთების პროცესში მათთვის პრობლემურ საკითხებზე. ასეთი  საკითხების წრე კი მრავალფეროვანია. ყველა რეგიონში აქტუალურია დაფინანსებაზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობის პრობლემა.  ასევე, გამოიყო ისეთი თემები, რომლებიც ადგილობრივი მთავრობის მხრიდან აქტიურ ჩართულობას  მოითხოვს. პრობლემად რჩება სასოფლო სამეურნეო მიწების პრივატიზების და რეგისტრაციის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გამო დაკარგული ინვესტიციები და ა.შ, რეგიონულ ბიზნეს სექტორთნ შეხვედრებზე  კერძო სექტორის წარმომადგენლებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ მექანიზმების შესახებ, რომლითაც შეგვიძლია მათ მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ.“  – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

6 თვის მანძილზე ირაკლი ლექვინაძეს შეხვედრა ჰქონდა 20-მდე სხვადასხვა ბიზნესგაერთიანებებთან, მათ შორის 7 რეგიონული – გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხესა და თელავში.

ამ ხნის მანძილზე  აპარატის მიერ გაცემული 80 რეკომენდაციიდან  70% ნაწილობრივ ან  სრულად დაკმაყოფილდა.

„კომერსანტის“ კითხვაზე –  არის თუ არა ბიზნესომბუდსმენის აპარატი ბიზნესის ხმა, ლექვინაძე პასუხობს „არსებული სტატისტიკა და მათზე რეაგირებები ამას ადაუსტურებს, თუმცა უმჯობესია ეს თავად ბიზნესმა შეაფასოს“.

ბიზნესომბუდსმენმა 6 თვის საქმიანობის შეჯამებისას საქართველოში ბიზნესის კეთების პროცესში მეწარმეებისათვის ყველაზე მთავარი 5 გამოწვევა დაასახელა.

  1.    სასამართლო სისტემის არაერთგვაროვანი პრაქტიკა და საქმეების განხილვის გაჭიანურება;
  2.    კომუნიკაციის პრობლემა და ბიუროკრატია საჯარო სექტორში საშუალო რგოლში;
  3.    მუნიციპალიტეტების მხრიდან შესულ განცხადებებზე კანონმდებლობით დადგენილ ვადებში პასუხის გაცემა ან          ბუნდოვანი პასუხები;
  4.    ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა და სამუშაო ძალის კვალიფიკაცია;
  5.    რეგიონებში არსებული წინააღდეგობები ახალი საინვესტიციო პროექტების მიმართ.

ლიკა გურაბანიძე

commersant.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.