ბილ გეიტსი: კრიპტოვალუტები კლავს

კრიპტოვალუტებს არალეგალური ტრანზაქციებისთვის, კერძოდ კი ნარკოტიკების შესაძენად იყენებენ- ამის შესახებ კორპორაცია Microsoft-ის დამაარსებელმა ბილ გეიტსმა განაცხადა. ინფორმაციას imedi news აქვეყნებს.

ვებგვერდ Reddit-ის მომხმარებლების კითხვებზე პასუხის გაცემის დროს, მილიარდერმა აღნიშნა, რომ კლიპტოვალუტების მთავარი მახასიათებელი ანონიმურობაა, რომელიც ღირებსაც არ წამოადგენს.

გეიტსის თქმით, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ფულის გათეთრების, გამოძალვის, გადასახადებისგან თავის არიდების და ფინანსური ტერორიზმის გამოაშკარავების სქემების საშუალება.

“ახლა კრიპტოვალუტებს იყენებენ იმისთვის, რომ შეიძინონ ფენტანილი და სხვა ნარკოტიკები. ამრიგად, ეს ტექნოლოგია პირდაპირ კავშირშია ადამიანების გარდაცვალავებასთან”- განაცხადა ბილ გეიტსმა.

მისივე თქმით, კრიპტოვალუტები ხანგრძლივი ინვესტიციებისთვის ძალიან სარიკსოა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.