ბირთვული სახელმწიფოები განაგრძობენ თავიანთი არსენალის მოდერნიზებას

ბირთვული სახელმწიფოები განაგრძობენ თავიანთი არსენალის მოდერნიზებას

ბირთვული სახელმწიფოები, მიუხედავად შეიარაღების რაოდენობის ზოგადი შემცირებისა, 2019 წელს განაგრძობენ თავიანთი არსენალების მოდერნიზებას. ნათქვამია სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში.

მოხსენების თანახმად, 2020 წლის დასაწყისში, ცხრა ბირთვული სახელმწიფო – აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა – ჯამში 13 400 ბირთვულ იარაღს ფლობდა.

დაახლოებით 3720 ერთეული ბირთვული იარაღი საწყობებში ინახება, ხოლო დაახლოებით 1800 ერთეული ოპერატიულ მზადყოფნაშია”, – ნათქვამია მოხსენებაში.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის დასაწყისში, მსოფლიოში ბირთვული იარაღის ოფიციალური ოდენობა 13 865 ერთეულს შეადგენდა.

მოხსენების მიხედვით, 2018 წელს მსოფლიოში ბირთვული იარაღის შემცირება მოხდა.

როგორც სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის ანგარიშშია მითითებული, მსოფლიოში ბირთვული იარაღის რაოდენობის შემცირება, ძირითადად, რუსეთსა და აშშ-ზე მოდის, რომლებიც ფლობენ მსოფლიოში არსებული ბირთვული იარაღის 90%-ზე მეტს.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატებს, ჩინეთსა და რუსეთის შორის არსებულმა დაძაბულობამ შესაძლოა ბიძგი მისცეს, ბირთვული შეიერაღების გამალებულ ზრდას.

ამასთან, ამ ვითარებას კიდევ უფრო შემაშფოთებელს შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმების არარსებობა ხდის.

GHN

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.