ბიუჯეტის ქურდი მილიონრების გაღებული გროშები? – თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში საკუთარი ხელფასების 1/3-ს გადარიცხავენ

თბილისის საკრებულოს უმრავლესობა, პარტია ,,ქართული ოცნების,, ინიციატივას შეუერთდა, რომლის ფარგლებშიც, საკრებულოს უმრავლესობის წევრები, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, საკუთარი ხელფასების 1/3-ს გადარიცხავენ. ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბექა დავითულიანის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ. მისივე თქმით, საკრებულომ დაიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც, თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს (ოთხი და მეტი შვილი) ეხმარება. ამ ინიციატივის შედეგად, უმრავლესობის დეპუტატები მოსახლეობის დასახმარებლად ფინანსებსაც გაიღებენ.

„თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით მმართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ხელფასების  1/3,  მომდევნო 3 თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში​ გადავრიცხოთ. თბილისის მერია და საკრებულო არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს და მნიშვნელოვანია, რომ ახლა უკვე თითოეულ დეპუტატს ეძლევა საშუალება მოსახლეობის დასახმარებლად   ფინანსური მონაწილეობა  მიიღოს“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ipress.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.