“ბიუჯეტის 54% არის ნაჩუქარი და ნასესხები თანხები, ეს შევარდნაძის დროსაც არ ყოფილა”

2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს დღეს პარლამენტის ფრაქციებში განიხილავენ. დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებზე „ნაციონალურ მოძრაობასა” და „ევროპულ საქართველოში” იმსჯელებენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების” მიერ შემუშავებული ცვლილებები არ პასუხობს იმ რეალურ პრობლემას, რაც ქვეყანაშია. 

„ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო ცვლილებები, არ პასუხობს იმ მთავარ პრობლემას, რაც დღეს ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. ეს არის ხალხში ფული არაა. ეს ძალიან ბევრ ოჯახს შიმშილის საშიშროების წინაშე აყენებს და მეორეს მხრივ, ეკონომიკაში ფული არაა, რომ ეკონომიკამ ზრდა დაიწყოს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

რომან გოცირიძე ეწ კრიზისულ ბიუჯეტს საგანგაშოს უწოდებს. მისი თქმით ბიუჯეტის ნახევარი ვალითაა შევსებული.

„დღეს ჩვენი ფრაქცია იხილავს ბიუჯეტის. შეგვიძლია ამ ბიუჯეტს ვუწოდოთ საგანგაშო ბიუჯეტი. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო 20 წლის საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა, ბიუეჯტის ნახევარი შევსებულია ვალებით. თუ დავუმატებთ, რომ დაახლოებით 600 მილიონი გრანტია, ბიუჯეტის 54% არის ნაჩუქარი და ნასესხები თანხები. ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში შევარდნაძის დროსაც არ ყოფილა“, – აღნიშნა გოცირიძემ.

რამდენიმე თვიანი ლოდინის შემდეგ, მთავრობამ კრიზისული ბიუჯეტი პარლამენტს წარუდგინა. ახალი პარამეტრების თანახმად, პანდემიის პირობებში რედაქტირებული ბიუჯეტი 16 მილიარდამდე ლარით განისაზღვრა. მთავრობა 4-პროცენტიან ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებს, დეფიციტი კი 8-ნახევარი პროცენტია. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ახალი მონაცემები ზედმიწევნით ზუსტად არის გათვლილი, ოპონენტების კრიტიკა კი, პოპულისტურია.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.