“ბიძინა ვირუსი” – პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მათი პროტესტი პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას უკავშირდება. 

“გრძელდება საზოგადოების პროტესტი. ეს პროტესტი გაგრძელდება მწვავედ, მაგრამ მშვიდობიანად. ჩვენი ვალია, რომ მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში ყველაფერი ვცადოთ. თუ ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს ივანიშვილი, მაგისთვისაც მზად ვართ, ვგულისხმობ კოორდინაციას მაჟორიტარულ ოლქებში. ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ. 

პარლამენტთან პარტია “ლელო საქართველოს”, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ლეიბორისტული” პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.