ბიძინა ივანიშვილის მოპარული მილიარდებით სავსე ზარდახშის გახსნის დრო მოვიდა – შალვა ნათელაშვილი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისათვის კომუნალური გადასახადების 3 თვის განმავლობაში ჩამოწერის შესახებ, „ლეიბორისტული პარტიის“ დამსახურებად თვლის პირველი ლეიბორისტი, შალვა ნათელაშვილი.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილის მოპარული მილიარდებით სავსე ზარდახშის გახსნის დრო მოვიდა.

„გილოცავთ!!! ლეიბორისტებმა მაინც გავაკეთებინეთ კომუნალური გადასახადთა სამთვიანი ჩამოწერა. დენი, გაზი, წყალი, დასუფთვება. მთავრობამ ბევრი კი იქნია ფეხები, ჩვენზე ცილისწამების ოკეანე გადმოასხა, დახოცა წერით საკუთარი ტროლ-ბოტები, მაგრამ ხალხს მაინც მიეცა გარკვეული შვება. თუმცა ეს არასაკმარისია. ივანიშვილმა უნდა გახსნას მოპარული მილიარდების ზარდახშა დაურიგოს თვითეულ ოჯახს 1000 ლარი და საგანგებო რეჟიმისას ჩამოაწეროს საბანკო დავალიანებები. მადლობა ყველა პარტიას ვინც მხარს გვიჭერდა ამ საქმეშიც“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება – თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც. „აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

https://2020news.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.