ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებას კონგრესიდან წითელი ბარათი აქვს (ვიდეო)

dady5c8xe277m6m.jpg

წითელი ბარათი ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“ კონგრესიდან. ივანიშვილმა დასავლეთისგან დაშორება და რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოება დაიწყო – ამერიკული გავლენიანი საექსპერტო და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ქვეყნის არაფორმალური მმართველის იმ განცხადებას აფასებენ, რომლითაც მან ამერიკული ორგანიზაციების მუშაობა გააკრიტიკა საქართველოში. კომენტარები ამ თემაზე კონგრესში გაკეთდა. უნდა გაგრძელდეს ზეწოლა მმართველ პარტიასა და ბიძინა ივანიშვილზე, რომელმაც სახელმწიფო მიიტაცა – ასე აფასებენ ამერიკელი ანალიტიკოსები მიმდინარე მოვლენებს. 

ბიძინა ივანიშვილის ღია შეტევას საერთაშორისო რესპუბლიკურ და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ვაშინგტონში ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.

მოულოდნელი აღმოჩნდა, ამერიკულ ინსტიტუტებზე შეტევა, საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტისთვისაც. ივანიშვილის განცხადებებს მან სამწუხარო უწოდა. ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი კი იმედს იტოვებს, რომ ეს განცხადებები საქართველოს ორიენტაციის შეცვლას არ მოასწავებს. 

ანალიტიკოსებმა, რომლებიც საქართველოს საკითხებზე მუშაობენ და თბილისს დასავლეთთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებაში ეხმარებიან, მმართველ გუნდს საერთაშორისო რესპუბლიკური და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტების როლი შეახსენეს. ასევე შეახსენეს შეუსრულებელი პირობაც, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვეს, რომ პროტესტი, რომელიც საქართველოში დაიწყო, სწორედ საარჩევნო სისტემის შეცვლაზე დადებულ პირობას უკავშირდება.       

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი “ენდიაის” და “აიარაის” სატელევიზიო ინტრვიუში დაესხა თავს და მათი კვლევები ტენდენციურობაში დაადანაშაულა. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ინსტიტუტები დევალვაციას განიცდიან და მათ რეიტინგებს ნდობა აღარ აქვთ. ბიძინა ივანიშვილის თქმით ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები, ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ და საქართველოში ამერიკულ ინტერესებს აზიანებენ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.