“ბლუმბერგის” ანალიტიკოსები: ევროპა ელის ისეთ ეკონომიკურ კრიზისს, როგორიც ჯერ არასდროს ყოფილა

დღეისათვისარსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე,ევროპის რეგიონი ელის ისეთ ეკონომიკურ კრიზისს,როგორიც ჯერ ისტორიას არ ახსოვს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ „ბლუმბერგის“ ანალიტიკოსები.

IHS Markit-ის ანალიტიკური სააგენტოს ცნობით,ევროპაში ბიზნესის აქტივობის ინდექსი -PMI ,1998 წლის შემდეგ, მინიმუმამდე შემცირდა და ისტორიის მანძილზე ანტირეკორდი მოხსნა. ამრიგად,ამჟამინდელი მონაცემები უარესია ,ვიდრე 2008-2009 წლების კრიზისის დროს იყო.

კორონავირუსმა მძიმე დარტყმა მიაყენა ევროპულ ეკონომიკას. კერძოდ,მთელ ევროპაში მიწოდების პრობლემებისა და მოთხოვნის მკვეთრი ვარდნის გამო , საავტომობილო ქარხნებმა უკვე შეწყვიტეს მუშაობა. ამან გავლენა მოახდინა PSA -ზე, Fiat Chrysler-სა და Volkswagen-ზე.

ამ ყველაფრის შესაჩერებლად, ევროპის ხელისუფლება საჭირო ზომების მიღებაზეა გადასული

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.