პარასკევი, იანვარი 21, 2022
detective
მთავარისაზოგადოება"ბოლოს რომ იკამათეს მხოლოდ ის თქვა, რომ ფსიქიკურად უკვე შეცვლილი იყო, აღარავინ...

“ბოლოს რომ იკამათეს მხოლოდ ის თქვა, რომ ფსიქიკურად უკვე შეცვლილი იყო, აღარავინ უნდოდა” – ანონიმური წერილი მოკლული ორსულის ოჯახიდან

მკვლელობის დეტალებზე წერილში, ქეთი კეპულაძის ოჯახის წევრი გვიყვება – რესპოდენტი  ანონიმურად დარჩენას ითხოვს, მაგრამ ახალგაზრდა ცოლ-ქმრის დაპირისპირების მიზეზს ხსნის.  

22 დეკემბერს, შუადღეს, გოგა გზირიშვილი სახლში დაბრუნდა და დაინახა, რომ 5 თვის ორსული მეუღლე ბარგს ალაგებდა და სახლიდან წასვლას აპირებდა. ამ დროს ოთახში ცოლ-ქმრის გარდა ოთახში მათი  1 წლისა და 2 თვის შვილი და გოგა გზირიშვილის 13 წლის და იმყოფებოდა. 

გოგა გზირიშვილმა 5 თვის ორსულ მეუღლეს სამზარეულოს დანა 30-ჯერ ჩაარტყა, 22 წლის ახალგაზრდა ქალს სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდა ყელის, სახისა და მუცლის არეში.

მკვლელობის შემდეგ ყველა უარყოფდა, რომ ჩხუბის ხმა გაიგო. ოთახში უამრავი სისხლია, მაგრამ არ ჩანს კვალი, რომ გოგონა გადარჩენისთვის იბრძოდა, ან ვინმეს საშველად უხმობდა. ამიტომ, მეზობლები ვარაუდობენ, რომ გოგონას ქმარმა პირველი ჭრილობა ყელში მიაყენა, ხმაც ამიტომ არ გაუგიათ.

გზირიშვილმა პოლიციას თავად დაურეკა. აცნობა რომ ცოლი მოკლა და მათ მოსვლას დაელოდა.

ჩვილი ბავშვი ქეთა კეპულაძის დეიდამ წაიყვანა. მოკლული წყალტუბოს სოფელ ობშკვითშია დასვენებული. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ კონფლიქტის შესახებ არ იცოდნენ და ვერ ხსნიან, რა გახდა მკვლელობის მიზეზი. მოკლული გოგონას ბებია ვერ იხსენებს ვერც კონფლიქტს და ვერც დაშორების მცდელობას. 

ნათესავები კი ყვებიან, რომ მუდმივი კონფლიქტებისგან დაღლილმა ქეთამ საკუთარ სოფელს თავი 1 კვირით შეაფარა, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მეუღლის თხოვნით, შერიგებას კიდევ ერთხელ დათანხმდა და ვარკეთილის სახლში დაბრუნდა, მაგრამ შერიგების შემდეგადაც მეუღლის აგრესია არ იკლებდა. ნათესავებს, ვისთანაც გოგონა თავს აფარებდა, პოლიციის გაფრთხილება აზრადაც არ მოსვლიათ, ისე გაუშვეს ქალი მოძალადე ქმართან. 

24 დეკემბერს ბრალდებულს  აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდა. მას ორსულის მოკვლას, ოჯახურ ძალადობას და განზრახ  მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში ედავებიან. გზირიშვილს უვადო პატიმრება ემუქრება. სასამართლო პროცესამდე თავი მხოლოდ იმით იმართლა, რომ გოგონამ შეურაცხყოფა მიაყენა, პროცესზე კი მხოლოდ ძირითად კითხვებს უპასუხა და დანაშაულის მოტივზე ისევ დუმდა. 

მკვლელობის შემდეგ დაპატიმრებულის მამა გოჩა გზირიშვილი მეზობლებს შვილის ფსიქიკურ პრობლემებზე უყვებოდა. მძიმე ნარკოტიკებზე დამოკიდებულებამ მოკლული ქეთი კეპულაძის მეუღლე ფსიქიკურად შეშალა. 22 წლის ბიჭი უკვე ორჯერ იყო ნასამართლევი, ის ციხიდან რამდენიმე თვის წინ გამოვიდა, საქმე მაშინაც ძალადობას ეხებოდა.  ადვოკატის ინფორმაციით, გოგა გზირიშვილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში  აღრიცხვაზე იმყოფებოდა. დასამშვიდებლად კი ყოველდღიური მძიმე ფსიქოტროპული წამლები ესაჭიროებოდა.

RELATED ARTICLES

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

ყველაზე პოპულარული

Georgia
1,021,943
დადასტურებული შემთხვევები
Updated on January 21, 2022 4:15 am

უახლესი

კოვიდინფიცირებულებისათვის ახალი პორტალი ამოქმედდა

0
კოვიდინფიცირებული პირებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელეს. COVID 19-ის დადასტურების შემთხვევაში კოვიდინფიცირებულებს შესაძლებლობა აქვთ, 112-ში...

„მყეფავი ხველა“ დაემატა და ესეც „ომიკრონის“ ერთ-ერთი თვისებაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში“ – ივანე...

0
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულ ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, „ომიკრონის“ შტამს 6 წლამდე ასაკის ბავშვების ინფიცირების დროს ე.წ. მყეფავი ხველა“ დაემატა.  ექიმი განმარტავს თუ რას...

„მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი გროვდება“ – სერგეი ლავროვი

0
„მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი გროვდება. დასავლეთის ქვეყნები ხელს უწყობენ მოვლენების ნეგატიურ განვითარებას“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მისი თქმით,...

“ომიკრონი” 3 წლის ბავშვს დაუდასტურდა – ახალი შტამით ინფიცირების 51 შემთხვევა ქვეყანაში

0
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების 51 შემთხვევაა გამოვლენილი – ამის შესახებ "პირველ არხს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში...

COVID19

„მყეფავი ხველა“ დაემატა და ესეც „ომიკრონის“ ერთ-ერთი თვისებაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში“ – ივანე...

0
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულ ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, „ომიკრონის“ შტამს 6 წლამდე ასაკის ბავშვების ინფიცირების დროს ე.წ. მყეფავი ხველა“ დაემატა.  ექიმი განმარტავს თუ რას ნიშნავს მყეფავი ხველა და რამდენი დღე გრძელდება ის.  „ომიკრონის სიმპტომებს სულ...

“ომიკრონი” 3 წლის ბავშვს დაუდასტურდა – ახალი შტამით ინფიცირების 51 შემთხვევა ქვეყანაში

0
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების 51 შემთხვევაა გამოვლენილი – ამის შესახებ "პირველ არხს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში გამოვლენილი 51 - დან, ხუთი პირი 18 წლამდე ასაკისაა, ხოლო...

დღეიდან მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცრა სამუშაო დღეების გარდა უქმეებზეც იქნება შესაძლებელი

0
დღეიდან მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა, სამუშაო დღეების გარდა, უქმეებზეც 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლებათ ამ ეტაპზე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე ყოველდღე 150-მდე ადამიანი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „ფაიზერის“...

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

0
ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პირველი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში გაიხსნა. სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ იმუნიზაციის ცენტრი პირადად დაათვალიერა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ როგორც ჭრებალოს...