ბოლო ინფორმაციით უკრაინიდან COVID-19-ის შესახებ – ლანა ასათიანი

დღეს 23.03 2020 კიევში კარანტინის მე-7 დღეა, დაიკეტა მეტრო,
ქალაქის მთელ ტერიტორიაზე შეიზღუდა ტრანსპორტის მოძრაობა, დაიხურა ყველა საწარმო თუ  დაწესებულება გარდა აფთიაქებისა, სასურსათო მაღაზიების და ბანკებისა.

პირველ დღეებში მოსახლეობა არც თუ ისე სერიოზულად აღიქვამდა შექმნილ სიტუაციას, თავშეყრის ადგილებს არ არიდებდნენ თავს მაგრამ ბოლო ორ დღეში მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა.

ტრანსპორტი საერთოდ აღარ მოძრაობს, გადაადგილება ხდება მხოლოდ საშვების მეშვეობით. მაღაზიებში და აფთიაქებში მოსახლეობა იცავს წესებს, დგანან რიგში შენობის გარეთ, ერთმანეთისგან მოშორებით.

ქვეყანაში პირბადეების და პრეპარატების უკმარისობაა მაგრამ პროდუქტების გაძვირებას და უკმარისობას ჯერ მოსახლეობა არ უჩივის. საგრძნობლად იმატა დოლარის კურსმა. 100$ = 28.80 ბოლო მონაცემებით უკრაინაში დაინფიცირებულთა რაოდენობამ მიაღწია 78-ს აქედან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის დედაქალაქში 26 ადამიანი ბოლო 78 საათის განმავლობაში.

დღეს ბორისპოლის აეროპორტში დაეშვა ბოინგი ჩინეთიდან პირბადეების და ვირუსის განმსაზღვრელი ტესტების დიდი რაოდენობით, ხელისუფლების განმარტებით ჩამოსული ტვირთი დღესვე გადანაწილება უკრაინის მთელი ტერიტორიაზე.

რაც შეეხება საავადმყოფოებს და პერსონალის მზადყოფნას,ამ კუთხით უკრაინა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. საერთო მდგომარეობა კიევის საავადმყოფოებში ჯერაც კი არ გასცდენია საბჭოთა კავშირის დროინდელ დანადგარებს და პირობებს. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა კერძო კლინიკებში, თუმცა ფასები ძალიან მაღალია.

პრეზიდენტის განცხადებით ის მარაგი პრეპარატების რაც დღეს კიევმა მიიღო 10 დღე უზრუნველყოფს უკრაინას, მომდევნო დღეებში დაგეგმილია მორიგი პარტიების შემოტანა მათ შორის სასუნთქი აპარატების ჩინეთიდან.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.