ბრიტანეთის მთავრობა ხელფასის 80%-ს გადაუხდის მათ, ვინც სამსახურს დაკარგავს

ფინანსთა მინისტრ რიში სუნაკის თქმით, მთავრობა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შემოღებული შეზღუდვების შედეგად მუშაობის შესაძლებლობამოკლებულებს ხელფასის 80% (თვეში არაუმეტეს 2500 ფუნტ სტელინგს) გადაუხდის

ფინანსთა მინისტრმა დახმარება აღუთქვა ყველას, ვისაც სამსახურის დაკარგვა ემუქრება. მან კერძო კომპანიებს მოუწოდა პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავიანთ თანამშრომლებს.

“მე მესმის, რომ სიტუაცია ძალიან მძიმეა. ჩვენ მთავრობაში ყველაფერს ვაკეთებთ თქვენ მხარდასაჭერად. და მე გთხოვთ თქვენ, ყველაფერი გააკეთოთ თქვენი თანამშრომლების დასახმარებლად”, – მიმართა მინისტრმა ბიზნესმენებს.

ბრიტანულ კომპანიებს შეუძლიათ არ გადაიხადონ დამატებითი ღირებულების გადასახადი ივნისის ბოლომდე და მიეცათ შესაძლებლობა ერთი წლით აიღონ უპრეცედენტო კრედიტი, – განაცხადა სუნაკმა. მან პირობა დადო, რომ შემდეგ კვირას გამოაცხადებდა იმ დამატებითი ზომების შესახებ, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნეს უპრეცედენტო კრედიტებთან წვდომას მისცემდა.

მთავრობას თავის მიერ გაცხადებული ეკონომიკური დახმარების პაკეტის ღირებულებას ~30 მილიარდ ფუნტად აქვს შეფასებული.

პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონის თქმით, მთავრობა არ აპირებს კერძო კომპანიები ბედის ანაბარა მიატოვოს. “ჩვენ თქვენთან ვიქნებით და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ თქვენთვის.”

პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ შაბათიდან ყველა კაფე, ბარი და რესტორანი შეწყვეტს მუშაობას და მხოლოდ სახლში მიტანის სერვისი არ აიკრძალება.

“მე ვაღიარებ, რომ ჩვენ მიერ მიღებული ზომები ექსტრაორდინალურია: ჩვენ გართმევთ   გაერთიანებულ სამეფოში დაბადებულ თავისუფალ ადამიანებს ძველისძველ, ხელშეუვალ უფლებას, წახვიდეთ პაბში. და მე მესმის, რას გრძნობენ ადამიანები ამის გამო”, – თქვა ბორის ჯონსონმა.

დაიკეტება აგრეთვე ღამის კლუბები, კინოთეატრები და სპორტდარბაზები. პრემიერმა მოუწოდა ქვეყნის მოსახლეობას უარი თქვას მსგავს დაწესებულებებში მისვლაზე. მისი თქმით, გამოცხადებული ზომები თვეში ერთხელ გადაისინჯება.

ბორის ჯონსონმა მორიგ ჯერზე შეახსენა ქვეყნის მოქალაქეებს საგულდაგულო ხელების დაბანვის აუცილებლობა. “ჩვენ თქვენთან ერთად ათასობით სიცოცხლეს გადავარჩენთ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თუ ერთიანად ვიმოქმედებთ და მსხვერპლს გავიღებთ”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.