გამოვლენილია კორონავირუსის ახალი ფორმა, რომელიც, შესაძლოა, უფრო სწრაფი გავრცელებით ხასიათდებოდეს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ქვეყნის დაახლოებით 60 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აღმოჩენილია შემთხვევები, რომელიც სავარაუდოდ ვირუსის ახალი ფორმით არის გამოწვეული. როგორც ჰენკოკი ამბობს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამის შესახებ ინფორმირებულია.
ჰენკოკს არ დაუკონკრეტებია ახალ ფორმას შეუძლია ვირუსის მძიმე შემთხვევების გამოწვევა, თუ ეს ნიშნავს იმას, რომ ვაქცინები ეფექტური არ იქნება.
ინფორმაცია ახლდება.