ბრიტანული ოფშორები რუსების კაპიტალს გაასაჯაროებენ

ბრიტანეთის ოფშორები რუსების კაპიტალის დამალვაზე უარს ამბობენ. 2020 წლიდან ამ ზონებში განთავსებული რუსული კაპიტალის მოცულობა და მფლობელების ვინაობა საჯარო გახდება.

რუსული მედიის ცნობით, 2019 წლის ბოლოს ბრიტანეთმა გაფრთხილების გარეშე, რუსეთის იმ ქვეყნების სიიდან ამოღება გადაწყვიტა, რომლებთანაც ინფორმაციის გაცვლა ავტომატურად ხდება. მოსკოვმა შემხვედრი ნაბიჯი გადადგა და ბრიტანეთს ანალოგიური ინფორმაციის მიწოდება შეუწყვიტა. 

რუსეთის ფედერალურ საგადასახადო სამსახურში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის ოფშორები 2020 წელს რუსეთს ფინანსურ ინფორმაციას მიაწვდის, მაშინ თავის მხრივ მოსკოვიც ავტომატური გადაცვლის შესახებ ინფორმაციას გადაუგზავნის. 

რუსული მედიის ცნობით, ბრიტანეთის ოფშორების ინფორმაცია რუსეთისთვის მნიშვნელოვანია გადასახადების დამალვის აღკვეთის და სუსტი სავალუტო კონტროლის პირობებში. რუსეთში 2020 წლის 1–ლი იანვრიდან ვალუტის გადარიცხვაზე მოთხოვნები შეარბილეს. კერძოდ, რუსები არარეზიდენტებისგან მიღებული ფულს უცხოეთის ბანკებში ავტომატურად გადარიცხავენ. 

საგადასახადო სამოთხე. რა არის ოფშორი და რატომ არეგისტრირებენ იქ კომპანიებს? ნახეთ ამ ბმულზე.  

https://imedinews.ge/ge/theme/133/sagadasakhado-samotkhe-ra-aris-opshori-da-ratom-aregistrireben-iq-kompaniebs
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.